-
2014-11-03 18:36
ზუგდიდში, საოლქო პროკურატურის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა პატიმარ რუსლან პერტაიას შვილმა ბექამ. ბექა პერტაიამ ბენზინის გადაისხა და ასანთს გაჰკრა, ხოლო მას შემდეგ, რაც სხეულზე ალი მოედო, ცეცხლის ცაქრობას პოლიციელები შიშველი ხელებით ცდილობდნენ.
ბექა პერტაია თვითმკვლელობით ადრე ქუთაისის ციხესთან იმუქრებოდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პერტაიას ოჯახის წევრებმა ქუთაისის საპყრობილის წინ, ხეზე ხელები მიიჭედეს. მათ ეკა ბესელიაც შეხვდა, თუმცა, სიტუაცია არ შეცვლილა.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რუსლან პერტაია უკანონოდაა დაკავებული. მას გამოძიება ერთი ტომარა თხილის ქურდობას ედავება. პატიმარმა პროტესტის ნიშნად ბასრი საგნით მუცელში ჭრილობები მიიყენა და ხელი იატაკზე დაიჭედა.


