-
2014-10-09 23:27
ამ წუთებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, ვახო საჯაიას ოჯახში სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს თანამშრომლები ყაჩაღობაში ეჭვმიტანილებს ეძებენ.
როგორც „აფხაზეთის ხმამ“ შეიტყო, ორსანტიაში, მოხუცი ცოლ-ქმრის საჯაიების ოჯახში დააახლოებით ერთი საათის წინ სამი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით ცოლ-ქმარს თანხა მოსთხოვა.
ვახო საჯაიას მხრიდან სიტყვიერი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარს რევოლვერის კონდახით სახის არეში დაზიანებები მიაყენეს.
ცოლ-ქმრის ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილებმა ოჯახიდან დაახლოებით 3.000 ლარამდე თანხა გაიტაცეს და მიიმალნენ. ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია მათ ცხელ კვალზე დაკავებას ცდილობს.
რაც შეეხება დაზარალებულებს, იმის გამო, რომ ოჯახის დისახლისი შაქრიანი დიაბეტითაა დავადებული, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა, ცოლ-ქმრის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
ცოლ-ქმარი საჯაიები ორსანტიაში, გალის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს ცხოვრობენ. ჯერჯერობით დაუდგენელია, თავდამსხმელები გალის რაიონის ტერიტორიიდან გადმოვიდნენ თუ ოჯახში მისვლამდე ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია გაიარეს.