
საქართველოს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 11 ივლისს ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე თხევადი ჰეროინის კონტრაბანდული შემოტანის შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებულია.
ქართულ ვერსიაში ნათქვამია, რომ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ტვირთი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა, ხოლო ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ თვირთი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა და თურქეთისკენ მიემართებოდა.
ამ შეუსაბამობაზე დაყრდნობით აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az წერს, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახურმა თავდაპირველი ვერსია უარყო და ვებ-გვერდზე სენსაციური განცხადება გაავრცელა.