
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 14 ივლისს, გვიან ღამით მოსკოვის პროსპექტზე: დაცვის სამსახურ "ვიქტორიას" ბალანსზე რიცხული ავტომანქანა გზაჯვარედინზე "ბმვ"-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა.
ავტომანქანებში მსხდომმა მამაკაცებმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდნენ. ორივე მანქანის გადასატანად ევაკუატორი გახდა საჭირო.
ფოტოები შემთხვევის ადგილზე "აფხაზეთის ხმამ" გადაიღო.