"ნაცმოძრაობის" ზუგდიდის ოფისში შეიჭრნენ: ხელჩართული ჩხუბი და ალყა შენობასთან

Image

"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ათეულობით პირი შეიჭრა და ოფისი დაარბია, ხოლო შტაბის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოფისში მყოფ თენგიზ გუნავას, ასევე საარჩევნო შტაბის წევრებს, მათ შორის, ქალებსაც. მანამდე მოქალაქეთა ჯგუფმა შენობას გარედან ქვები დაუშინა. დარბეულია შენობა, დამტვრეულია ინვენტარი.

 

ოფისში შეჭრილ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ოფიცრის პაატა ქარდავას ახლობლები. შეგახსენებთ, პაატა ქარდავას მკვლელობაში შსს-მ გუშინ რომან შამათავა დაადანაშაულა, ხოლო ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პაატა ქარდავას გაუჩინერაბაში თენგიზ გუნავას ხელი ურევია. 

 

როგორც "აფხაზეთის ხმას" საარჩევნო შტაბის ერთერთმა წევრმა უთხრა, ამ დროისთვის ისინი ოფისში არიან შეკეტილი, გარეთ მყოფებს შორის კი, რომლებმაც შენობას ალყა შემოარტყეს, "ქართული ოცნების" აქტივისტებიც არიან.

 

"ძალიან გთხოვთ, მიაწვდინეთ ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებს და სამართალდამცველ, ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს - შესაძლოა, ჩვენი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს და ჩვენს სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქროს", - აცხადებს თენგიზ გუნავას საარჩევნო შტაბის წევრი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !