„გთხოვთ, ჩამომეცალეთ ეკლესიის შესასვლელიდან, მამაო!“ - მოძღვართან გაგზავნილი წერილი

Image

„აფხაზეთის ხმის“ „ფეისბუქის“ გვერდზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი წერილი მოდის ერთგული მკითხველებისგან, დღეს მივიღეთ წერილი, რომლის ავტორმა ითხოვა, მისი ვინაობა საიდუმლოდ შეგვენახა მანამ, სანამ თვითონ არ ჩათვლიდა საჭიროდ მის გამჟღავნებას.

 

ავტორი წერს, რომ იმ წერილის გამოგზავნა, რომელიც, პარალელურად, მის მოძღვარს გაუგზავნა (დასახელებულია თბილისში მდებარე ეკლესია და მისი წინამძღვარი) იმიტომ გადაწყვიტა, რათა ბოლო მოღებოდა მცდარ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ეკლესიის მრევლის უმრავლესობას მოსწონს ეკლესიის მღვდელმსახურთა მხრიდან გამოვლენილი აგრესია სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისადმი. მისივე თქმით, ამ წერილს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია იმის მიუხედავად, რომ სასულიერო პირს, რომელსაც წერილი სხვისი ხელით მიუვიდა, მისი მობილურის ნომერიც აქვს და არც წერილის ავტორის ამოცნობა უნდა გასჭირვებოდა.

 

„აფხაზეთის ხმა“ უცვლელად აქვეყნებს წერილს:

 

„მამაო, აქედანვე გეტყვით, რომ ამ წერილში დაწერილი და გახსენებული ბევრი დეტალი თქვენც გეხებათ. გეხებათ იმის მიუხედავად, რომ არ ვიცი, სად იყავით 17 მაისს, მაგრამ ვიცი, რომ ქადაგებაზე თქვენი მეგობრებისა და, თუ შეიძლება ითქვას, კოლეგების მოქმედება გაამართლეთ...

 

გეხებათ იმიტომაც, რომ თქვენც ირონიულად მოიხსენიებთ ხოლმე ქადაგებებში ევროპისკენ სვლას, სამაგიეროდ, რუსეთი გეჩვენებათ მხსნელად... კიდევ ბევრი რამის გამო გეხებათ...

 

არ ვიცი, გაგახსენდებით თუ არა, მამაო - წერილის ბოლოს ჩემი საერო და საეკლესიო სახელია, ტირით გაერთიანებული. არ ვიცი, გაგახსენდებით თუ არა, რადგან მე არ ვარ თქვენი რჩეული მრევლის რიგებში. ამაში თქვენ ვერ დაგადანაშაულებთ, მე არ მსურდა თავად, რადგან არ მიყვარს, როცა ვიღაცის ნების უსიტყვო შემსრულებლები ხდებიან, არადა, შეიძლება, თქვენ არა, მაგრამ ისინი, ვინც თქვენს ირგვლივ არიან, სწორედ ამას მოითხოვენ სხვებისგან...

 

არ ვიცი, გაგახსენდებით თუ არა, მამაო - მე აღმსარებელი ვარ, თქვენს ტაძარში დავდიოდი და წირვებს ვესწრებოდი, აღსარებაც ჩამიბარებია თქვენთვის. მიტირია კიდეც, იქნებ ეს გაგახსენდეთ? მაგრამ იქნებ, სხვებიც ტირიან აღსარების დროს ან შემდეგ? წერილი... წერილით გაგახსენდეთ, იქნებ, მამაო - მე მგონი, ძალიან გულახდილი წერილი მოგწერეთ პირველად, როცა აღსარების თქმა მიჭირდა...

 

მე თქვენი მრევლი ვიყავი, თქვენ ძალიან თბილად მიმიღეთ ჩემი პირველი, წერილობითი აღსარების შემდეგ და ზოგიერთებისგან განსხვავებით, ხელი არ მკარით...

 

ვერ მიხსენებთ? მობილურიც ჩაიწერეთ ჩემი... მაინც არ გახსენდებით? არა უშავს, სიტყვაზე მენდეთ - იმ დღეს ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მამაო: ყველა მიყვარდა ირგვლივ, მზად ვიყავი, მზეს მივწვდომოდი და დამეკოცნა... მე ვეზიარე - ამ ასაკში, 35 წლის,  პირველად! მონათლული ვიყავი, ეკლესიაშიც დავდიოდი მაგრამ აღსარება და ზიარება...

 

ყველა ტვირთი მომეხსნა, ცხოვრება ხალისიანი გახდა, ყველა პრობლემამ უკან გადაიწია არა ილუზიის გამო, არამედ იმის შეგრძნებით, რომ მე მათ გავუმკლავდებოდი...

 

მერე 17 მაისი გათენდა, მამაო... მე რუსთაველზე გავედი. იმედი მქონდა, რომ ის შეკრება, რომელიც სასულიერო პირებისგან ანონსდებოდა, ერთგავარდ, ჭკუის სასწავლებელი, სიმშვიდით გამორჩეული იქნებოდა და იმ ადამიანებს, ვისაც ეკლესია გზას აცდენილად მიიჩნევს, თავის სათქმელს ეტყოდა, „შვილო ჩემო“-თი მიმართავდა...

 

ნუ მომაყოლებთ, რაც იქ ვნახე, მამაო! უბრალოდ, ერთი რამ ვიცი: დღემდე არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენ, ჩემი მოძღვარი, იმ ღეს იქ იყავით... მაგრამ რადგან 17 მაისის მერეც დავესწარი თქვენს ქადაგებას და მოვისმინე, რომ „კოლეგებს“ არათუ ამტყუნებდით, თანაუგრძნობდით, მას შემდეგ ეკლესიაში ვერ მივდივარ, მამაო!..

 

მე მიყვარს ეკლესიაში, ღვთისმასხურებაზე დასწრება, მამაო!.. როცა გალობა ისმის, ჩემს სულში ვძვრები ღრმად, იქ დალექილ ჭუჭყს ვხედავ და იმ ჭუჭყის გამო ვტირი, მამაო!!! თვალებზე ხელს ვიფარებ, რომ ვერავინ შემამჩნიოს, ვტირი და შვებას ვგრძნობ, მამაო!...

 

ერთ წელზე მეტია, ვერ მივდივარ ჩემს ეკლესიაში, მამაო!!! დიახ: ჩემს ეკლესიაში... ის ჩემია, სხვაგან მე არ წავალ - მე ამოჩემება ვიცი და ჩემთვის წმინდა ნიკოლოზი სწორედ იქაა ყველაზე მეტად სათნო და კეთილი... არ ვიცი, იქნებ, მკრეხელობაა, რასაც ვამბობ, მაგრამ ასე კია...

 

ვერ მივდივარ იმიტომ, რომ თქვენ მხვდებით კარებში... დიახ, შესასვლელ კარიბჭესთან მივდივარ თუ არა, მაშინვე თქვენ აღიმართებით ტაბურეტით ხელში და შიგნით, ეზოშიც კი არ მიშვებთ...

 

ვიცი, მამაო, გაგეცინებათ - თქვენ ხომ არასდროს მდგარხართ ეკლლესიის სესასვლელთან ტაბურეტით... იტყვით, გიჟია, ვიღაცააო... იქნებ, მეორე დეკანოზსაც კი დაუძახოთ და წააკითხოთ ეს წერილი, იქნებ, სიგიჟის ნიმუშად, სადღაც, ხორაგით დაზნექილ სუფრასთან, კოლეგებსაც წაუკითხოთ ნაწყვეტი მაინც - ახორხოცდებიან, თქვენც ჩაიცინებთ და წვერზე ხელს ჩამოისვამთ... ან იქნებ სულაც, კონდიციონერით გაგრილებულ თქვენს „პრადოში“ წაუკითხოთ სხვა „კოლეგას“ და მერე პეიზაჟს გახედოთ და ერთად გაიცინოთ...

 

მაპატიეთ, მამაო, სულაც არ მინდოდა, ირონია გამერია - არ გეგონოთ, რომ რამეს ვაჭარბებდე - თქვენ მართლაც მეღობებით ეკლესიის კარიბჭესთან... ვერ შევდივარ... არადა, მინდა, ძალიან მინდა...

 

გეხვეწებით, გემუდარებით, უმორჩილესად გთხოვთ, მამაო: ჩამომეცალეთ გზიდან, შემიშვით ეკლესიაში, მე ეს მჭირდება, მამაო! თქვით, რომ შეცდით, რომ ღვთის შვილებს ასე არ უნდა მოქცეოდით, რომ ის ტაბურეტი არ უნდა აღგემართათ (პირადად არ გგულისხმობთ)... თქვით, მამაო!

 

და მეც შევალ ჩემს ეკლესიაში, აღარ გადამეღობებით..."

 

რედაქციის შენიშვნა: ფოტოს, რომელიც მასალას ერთვის, არა აქვს კავშირი წერილის ადრესატთან ან ავტორთან. იგი შერჩეულია რედაქციის მიერ, თემატური კავშირის პრინციპით.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !