ვენის უნივერსიტეტის პროფესორის იდეა: „მრავალჟამიერი“ „შალახოს“ ნაცვლად - სრულიად ევროპისთვის (ვიდეო)

Image

ვენის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, რამდენიმე ცნობილი სიმღერის ავტორმა დავით გაჩეჩილაძემ ექსკლუზიურად „აფხაზეთის ხმისთვის“ წერილი-იდეა მოამზადა: „მრავალჟამიერი“ „შალახოს“ ნაცვლად. ამ იდეის აღწერას თავად მის წერილში და თანდართულ ვიდეოში გაეცნობით.

 

"ზუსტად ერთ თვეში ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ღირსეულად წარდგეს და არა „შალოხოთი“ გაგვიცნონ, არამედ „მრავალჟამიერით“.

 

ეს იმიტომ, რომ „მრავალჟამიერ“ იგივეა, რაც ევროპის დევიზი - "ერთიანობა მრავალფეროვნებაში", „მრავალჟამიერ“-ეს სიმღერა ეხება საქართველოს ერთიანობასა და მის მშობლიურ ოჯახში დაბრუნებას და ეს სიტყვაც ყველა ქართველსა და ევროპიელს აერთიანებს.

 

ევროკავშირი 27 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში.

 

27 წევრი სახელმწიფო საკუთარი "მრავალფეროვნებით არიან გაერთიანებულნი". სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ ქართული ხალხური საუნჯე, „მრავალჟამიერი“, ისე რომ მასში 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, მომღერალმა მიიღოს მონაწილეობა და mravalJamier-ის მელოდიის ფონზე, საკუთარ ენაზე იმღეროს ევროკავშირის დევიზი, მრავალფეროვნებით გაერთიანებულნი ანუ „ერთიანობით მრავალჟამიერ !!!“

 

მონაწილეები არიან ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები: ევროპელები, რომლებიც დადიან ევროპის ქალაქებსა და სოფლებში, კამერა დგას ქუჩაში, დგას ბანერი წარწერით: „ევრო კარაოკე! მიმდინარეობს გადაღება, მსურველებს შეგიძლიათ, იმღეროთ ერთი ფრაზა თქვენს მშობლიურ ენაზე“, იქვე დევს ყურსასმენი, რომელშიც ისმის მელოდია მინუს ფონოგრამით, ხოლო ბანერზე დატანილია ტექსტი ყველა ენებზე.

 

ევროპა არის ჩვენი მშობლიური სახლი, სადაც დიდი ხანია გვსურს დაბრუნება და აი, როდესაც მოახლოვდა ეს ჟამი ოჯახში დაბრუნებისა და თვალს სიხარულის ცრემლი მოადგა, რა ქართველები ვართ, თუ არ ვიმღერეთ.

 

თუ ჩვენს მშობელს, დასა და ძმას სიმღერით არ მივეახლეთ და მისთვის მშობლიური და ჩვენებური სიტყვა არ მივუმღერეთ. და თანაც, ისე უნდა ვიმღეროთ, რომ ყველამ თვალნათლივ დაინახოს რომ ქართული კულტურა, ქართული სიმღერა - საერთო ევროპული ფესვიდანაა ამოსული.

 

ქართველები ხომ ჭირსა და ლხინში სულ ვმღერით, აბა გაიხსენეთ რა ჰქმნა იავნანამ, ჰოდა ამ სიმღერითაც, სწორედ რომ ეგ მშობლიური გულის ძაფი გვინდა შევარხიოთ, აი ის, სადღაც ყველა ქრთველის გულის სიღრმეში რომაა მიმქრალი, მბჟუტავი სანთელივით და ერთ კარგ შემოძახილს ელოდება, რომ ახალი ძალით იფეთქოს და თანაბარ- თანასწორ და ძმის ოჯახში თავაწეულმა ღირსეულად შეაბიჯოს.

 

ეს არის, “ჩვენ ვართ მსოფლიოს ” ტიპის ახალი სიმღერა, რომელიც დაფუძნებულია ქართულ ხახლხურ ფოლკლორზე და არის საზეიმო განწყობის ევროპული, „მარსელიოზას“ მსგავსი ხასიათის ჰიმნი, ევროპის საფეხბურთო ჰიმნივით, ტევადი მრავალხმიანი ჟღერადობით.

 

ჩვენს ახალ ქართულ-ევროპულ „მრავალჟამიერში“ შენარჩუნებულია გუნდური პოლიფონიურობა მაგრამ, ყველა მომღერალს აქვს თავისი სოლო ფრაზა, ყველა მათგანი არის სოლისტი, ისევე როგორც მსოფლიო ჰიტად ქცეულ “ჩვენ ვართ მსოფლიო”-ში, ასევე 9 აპრილის “ტიტებში“.

 

მსოფლიოში არ არსებობს სიტყვა „მრავალჟამიერის“ ზუსტი თარგმანი, ეს სიტყვა, თავისი შინაარსის ფართო გაგებით სხვადასხვა ენაზე შეიძლება ნიშნავდეს:

 

ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, სიყვარულს, რწმენას, დიდხანს სიცოცხლეს, სამადლობელს, დალოცვას, ბოდიშს, პატიებას, მიტევებას, მიხარებას, მილოცვას, მოფერებას, ახლის დასაწყისს, ძველის მოგონებას, ხსოვნას, არ დავიწყებას - მრავალჟამიერ...!

 

მრავალი ჟამი, ჟამი მრავალი - ესაა თანამედროვე, თავისუფალი ევროპის ხალხური ჰიმნი, ჰიმნი არა ძალადობას არა დისკრიმინაციას, არამედ ესაა მრავალფეროვნებით გაერთიანებულ რიგით ევროპელთა სახალხო ჰიმნი, რომელიც მომავალში აუცილებლად გახდება ევროპის ხალხთა ერთგვარი სოლიდარობის სიმბოლო, ამდენად შესაძლებლად მიგვაჩნია წევრობის კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის მომღერლების ჩართვაც და უკრაინულ ენაზე ამ ფრაზის გაჟღერებაც.

 

P.S. ევროკავშირის ჰიმნს ოფიციალურად წარმოადგენს მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი, რომლიც ბეთჰოვენმა შექმნა ფრიდრიხ შილერის ლირიკული პოემის ”სიხარულის ოდას” მიხედვით.

 

იგი ევროპულ ჰიმნად აღიარა1972 წელს ევროპის საბჭომ ჰერბერტ ფონ კარაიანის საორკესტრო არანჟირებით. ერთგვარი ევროპის არაოფიციალური ჰიმნის არსებობა აუცილებელია, მით უმეტეს, რომ ევროკავშირის ენებს შორის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად ჰიმნს ოფიციალური ტექსტი არა აქვს და მაშასადამე არ იმღერება.

 

ჩვენ არ ვქმნით ახალ სიმფონიას, თავად უბრალო ევროპელი, ხალხი ქმნის საკუთარ მელოდიას ისეთივე ტრადიციით, როგორც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი საერთო წინაპარი ქმნიდა საკუთარ ფოკლორს, მრავალჟამიერ!.." 

 

დათო გაჩეჩილაძე, ვენის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სპეციალურად „აფხაზეთის ხმისთვის“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !