
მარტვილში, სოფ. ტალერში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გოჩა ლაშხია გახდა, ხოლო მისი შვილი, ლევან ლაშხია, ამავე სოფლის N35 საარჩევნო უბნის თავმდჯომარედ აირჩიეს.
არჩევისას უბანზე დაპირისპირებაც მოხდა. კანდიდატი გოჩა ლაშხია და მისი მეუღლე მარინე გოგუა, საარჩევნო კომისიის წევრებს კატეგორიულად სთხოვდნენ თავმდჯომარედ მათი შვილი აერჩიათ.
ლევან ლაშხია პირველადაა სარჩევნო კომისიაში. „აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, მან არაერთხელ სცადა ზეწოლა მოეხდინა მარტვილის საოლქო საარჩევნო უბანზე, რათა საარჩევნო უბანზე აერჩიათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ყვლა მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, კომისიაში "ეროვნული ფორუმის" ქვოტით შეირჩა.