
ომსკში ცოტა ხნის წინ ფრიად უცნაური სასამართლო პროცესი გაიმართა. მამაკაცმა თავად მიმართა სასამართლოს და თავისივე მამობა გაასაჩივრა. როგორც აღწერილობაში იყო ნათქვამი, თორმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის გაშორდა მეუღლეს, რომელიც ღალატში დაადანაშაულა.
მათ ექვსი შვილი - სამი ბიჭი და სამი გოგო შეეძინათ. თორმეტ წელიწადს ერთად ცხოვრობდნენ, ქმარი მეზღვაური იყო და დროდადრო შორეულ ნაოსნობაშიც მონაწილეობდა.
მამაკაცს ეჭვი ჰქონდა, რომ ხუთი შვილის ბიოლოგიური მამა თვითონ არ იყო. ერთადერთი, ვიზეც არ ეჭვობდა, უფროსი გოგონა იყო, რომელიც მისი ალი-კვალი გახლდათ და ქორწინებამდე შეეძინათ. დანარჩენი შვილები კი მას არ ჰგავდნენ და, ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, „მათი დაბადების თარიღი არ ემთხვეოდა მის მიერ ჩატარებულ აქტებს“ - მეზღვაურმა არ დაიზარა და გამოთვალა, რომ სავარაუდო ჩასახვის დროს ის შორეულ ნაოსნობაში იყო წასული.
ამის მიუხედავად, მეუღლესთან დაშორების შემდეგ მეზღვაური პატიოსნად იხდიდა ალიმენტს ექვსივე არასრულწლოვანი შვილისთვის, რაც ჯამში საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდიოდა და ბავშვების დედაც, ჰქონდა რა შემოსავალი, არ მუშაობდა.
მაგრამ ერთ დღესაც ომსკის სასამართლოს მამაკაცი უამრავი ცნობით დატვირთული მიადგა და მამობის შეჩერება მოითხოვა. მან წლების განმავლობაში ყველა იმ ნავიგაციის ვადების შესახებ წარადგინა ცნობა, რომლებშიც მონაწილეობა მიუღია და პარალელურად, დნმ-ის ანალიზის ჩატარებაც მოითხოვა, რაც 46 ათასი რუბლი დაუჯდა.
დნმ-ის შედეგები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: მან დადასტურა, რომ ექვსიდან ხუთი შვილის ცასახვაში მეზღვაურს მონაწილეობა არ მიუღია...