
ფინეთში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოკეიში, სადაც რუსეთი მეოთხედფინალიდან გავარდა, მოწინააღმდეგე გუნდის ჰოკეისტები ხელის ჩამორთმევის ტრადიციული რიტუალის შემდეგ ხელს, რომელიც რუს სპორტსმენებს ჩამოართვეს, დემონსტრაციულად იწმენდნენ ყინულზე.
ამის შესახებ რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი რადელ ფაზლეევი sports.ru-სთან ჰყვება: „დღეს უცხოეთში რუსები არ უყვართ. მსოფლიოს ჩემპიონატზე, მატჩების შემდეგ ხელის ჩამორთმევის დროს, იგივე გერმანელები, სლოვაკები, როდესაც ჩვენ ხელს გვართმევდნენ, მომენტალურად ხელებს ყინულზე „იმშრალებდნენ“ თითქოს ხელებს იბანდნენ.
ვფიქრობ მათ გონება „გაურეცხეს“ ყირიმში განვითარებული მოვლენების შემდეგ. მე არ მჯერა, რომ ჩემი თანატოლები ამ გააზრებულ და საჩვენებელ პროტესტამდე დამოუკიდებლად მივიდნენ.
ვფიქრობ ისინი მწვრთნელებმა დაარიგეს, ეს უკანასკნელი კი მათმა უფროსებმა „ზემოდან“. მათ კი გონებას მასობრივი საინფორმაციო საშუალებები „ურეცხავენ“--წერს sports.ru ფაზლეევის სიტყვებზე დაყრდნობით.