
როგორც „ინფორესისტ.ორგ“ იუწყება, დღეს ლუგანსკში ტერორისტებმა ოთხი ახალგაზრდა დაცხრილეს: მათგან ორი დაიღუპა, ორი კი უმძიმესი ჭრილობებით კლინიკაში მოხვდა.
როგორც თვითმხილველები იუწყებიან, შემთხვევა ქალაქის გასასვლელთან განთავსებულ ერთერთ ბლოკპოსტზე მოხდა და ინციდენტის მიზანი 23-24 წლის ბიჭების მისალმების ფორმა გახდა: ისინი ერთმანეთს შეძახილით: „Слава Украине!“ მიესალმნენ, რასაც გასროლა მოჰყვა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი ფაქტები არცთუ იშვიათად ხდება და ტერორისტები უკრაინის ერთიანობის მომხრეებს სასტიკად ეპყრობიან.