-
2020-04-15 00:27
საქართველოში კორონა ვირუსისგან შექმნილმა მდგომარეობამ ცნობილებიც სახლში გამოკეტა. ნინო ჩხეიძე სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია და მისი გამომწერების რაოდენობაც საქართველოში ძალიან მაღალია.
მომღერალი ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერის მეშვეობით, გულშემატკივრებს სხვადასხვა სახის რჩევებს აძლევდა, როდესაც მის ეთერში ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ჩაერთო.
ნინო ჩხეიძის კითხვამ, თუ რით არის დაკავებული კარანტინის ჟამს, ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე გულწრფელობის ხასიათზე დააყენა და ექსკლუზიურად გაანდო ინფორმაცია, რომ მუშაობს წიგნზე, რომელიც სექტემბერში გამოვა. გია ჯაჯანიძის განმარტებით, წიგნი "ფსიქო კოდირებული იქნება" და მკითხველი წიგნის წაკითხვისას ბედნიერი გახდება. წიგნში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერები, ხალისიანები და როგორ ავისრულოთ სურვილები.