-
2019-11-17 22:55
როგორც "აფხაზეთის ხმას" საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორმა გოჩა მირცხულავამ განუცხადა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს იწვევს უმცირესობა, რასაც შემდგომ უმრავლესობა ანვითარებს.
"ხელისუფლება გარკვეულწილად ვალდებულიც კი არის, იმ პირობების გათვალისწინებით, რასაც აქციაზე გამოსული საზოგადოება აყენებს, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ. მე კონკრეტულად არ მივუთითებ ეს საზიანო თუ სასიკეთოა რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, ეს საზიანოა სრულიად საქართველოსთვის. არსებულმა მდგომარეობამ გამოიწვია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთისთვის დღეს არ გამოიყურება საიმედო პარტნიორად." - განუცხადა გოჩა მირცხულავამ რადიო "აფხაზეთის ხმას.