-
2019-11-17 20:32
როგორც "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა "აფხაზეთის ხმას" განუცხადა, ისინი აპირებენ აქციებისთვის სისტემატური სახის მიღებას.
ირმა ინაშვილის განცხადებით, ის არ შეუერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას და ცალკე, მის მომხრეებთან ერთად, ყოველდღიურდ გამართავს აქცებს პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად.
პარლამენტის პიკეტირების ფონზე აპირებს თუ არა ირმა ინაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, ამ კითხვაზე მისი პასუხი გაურკვეველია.
"ჩვენ არ ვართ არანაირად ბორკილების და კოცონების მომხრე, ჩვენ დამოუკიდებლად გავაპროტესტებთ პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას" - აფხაზეთის ხმას განუცხადა ირმა ინაშვილმა