რუსული აგრესიისთვის ნიადაგი მზადდება - მედია წერს, რომ საქართველოს ტერორისტებმა შეაფარეს თავი

Image

საქართველოში ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოში "ანტიტერორისტული" საბაბით შემოსვლა სცადოს, როგორც ჩანს, საფუძველს მოკლებული არ არის: რუსული მედიის განსაკუთრებით პროკრემლისტურ ნაწილში ჩვენთვის საგანგაშო ინფორმაცია ქვეყნდება. 

 

მაგალითად, "ლაიფნიუსი" წერს, რომ 19 წლის გოგონა, რომელიც რუსეთში ტერორისტულ აქტებს გეგმავს, თანამოაზრეებთან ერთად საქართველოში იმყოფება, სადაც ის თურქეთიდან, 2015 წლის ივლისში შემოვიდა: "სპეცსამსახურები გოგონას ეძებენ, რომელიც რუსეთში ტერაქტების დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი" - ასეთი სათაურით დღეს სტატიები რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა. 

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ გოგონას დონის როსტოვის სამართალდამცველები, სპეცსამსახურებთან ერთად ეძებენ და ის, მათი ინფორმაციით, საქართველოში იმყოფება. წყაროს ცნობით, გოგონა თავის ტვინის სიმსივნითაა დაავადებული. ამ მიზეზით მას ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფო სამსახურის აკადემიაში სწავლის შეწყვეტაც კი მოუწია. 

 

ოიგულ მ. - ასე მოიხსენიებს რუსული პრესა გოგონას, რომელიც სკოლაში დონის როსტოვში სწავლობდა, შემდეგ კი ინგუშეთში მცხოვრებ სამ პირთან ერთად ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საქართველოში გადავიდა, სახელდება ასევე ბულატ ა., რომელთან ერთადაც, თითქოს, გოგონა თავის აფეთქებას გეგმავს რუსეთში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !