„როცა საქართველოდან გადავიხვეწებით, იქნებ დაფიქრდეთ...“ - ღია წერილი სახელმწიფო დაცვის სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელებს

Image

„აფხაზეთის ხმას“ ღია წერილის გამოქვეყნების თხოვნით მიმართა ესმა შავაძემ, რომელიც, მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოში დამლაგებლად მუშაობდა და სამსახურიდან შეურაცხმყოფელი ფორმით დაითხოვეს, რის შემდეგაც განცხადება დაწერა.  წერილში ის დათხოვნის დეტალებზეც ჰყვება:

 

„ეს წერილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებს, მერაბ ნაკაშიძეს, ალექსანდრე ნიკოდიმოვს და ვაჟა შარაძეს მრავალშვილიანი დედის, ერთი უბრალო დამლაგებლისგან ეძღვნება, რომელიც სამსახურიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გააგდეს, რომ  „გმირი“ ბედუკაძის მოყვანილი მთავრობა არ მოსწონდა.

 

ბატონებო, იქნებ რომელიმე თქვენგანს ერთხელ მაინც ამ ორი წლის განმავლობაში, დაძინების წინ გაგხსენებიათ , როგორ გაწირეთ მარტოხელა დედა უმუშევრობისთვის, თუმცა, ეჭვი მაქვს რომ არა, რადგან თქვენს სინდისს ხომ დიდი ხანია, სძინავს მარადიული ძილით, მაგრამ მე შეგახსენებთ თავს ისევ.

 

ბატონო ვაჟა, მე ის ესმა შავაძე ვარ, რომელსაც თქვენი თანამდებობაზე დანიშვნის დღესვე  გამოუტანეთ განაჩენი, თათბირზე შრომის კოდექსებზე საუბარი რომ არ აპატიეთ, თქვენთვის მოულოდნელი კითხვის გამო...

 

არ მაპატიეთ დამლაგებლისგან „შეუფერებელი“ აზროვნება. საბჭოურ მილიციაში ჩარჩენილებისთვის ხომ დამლაგებელი უბრალოდ ადამიანებში არ ირიცხება, ან ჩლუნგია და მერე რა, რომ არაფერი დამიშავებია და მარტოხელა დედა ვიყავი, თქვენივე სიტყვებს პერიფრაზის გარეშე შეგახსენებთ: „რა ვქნა, მერე, არ მაინტერესებს, „პროსტო“ გიშვებ სამსახურიდან”. ასე მიპასუხეთ ბატონო ვაჟა, კი,ზუსტად ასე და მერე დაამატეთ: "თუ შენით არ დაწერ პატაკს მე დაგიწერ ისეთ რაღაცას, ვერსად ვერასოდეს რომ ვერ დაიწყო სამსახური..."

 

ბატონო ალექსანდრე,  მე ის ესმა შავაძე ვარ, თქვენს კაბინეტში თხოვნით შემოსული უკან რომ გამიშვით თქვენთვის არაობიექტური და არასაკმარისი მიზეზის გამო, რასაც პატარა ბავშვების მარტო ყოფნა ერქვა. მე კიდევ ამაზე დიდი არგუმენტი არ მქონდა. თუმცა თქვენზე ნაკლებად ვბრაზობ, რადგან ეს ან ესმის ადამიანს, ან არა…

 

ნიკოდიმოვისგან განსხვავებით, ბატონო მერაბ, სიმართლის სათქმელად მოსული კაბინეტშიც კი  არ შემომიშვით, გაგახსენდებათ, ალბათ, აქ კი მე მესმის თქვენი, რადგან იცოდით, სიმართლეს დაგიმტკიცებდით, თქვენ კი საკმარისი ძალა არ გეყოფოდათ მოგესმინათ, მერე პასუხი გაგეცათ, თუნდაც იმ მარტივი თუ რთული მიზეზის გამო, რომ სამეტყველო ლექსიკა არ გაგაჩნიათ, ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ თქვენი თანამდებობა და ინტელექტი დიდ აცდენაშია, რომ არჩილ ხაბაძის ნათესაობა ინტელექტზე და განათლებაზე მაღლა დგას დღევანდელ სინამდვილეში.

 

დიახ, თქვენ ყველამ ერთად არ მაპატიეთ, რომ ჩემდა საბედნიეროდ, „თქვენიანი“ არ ვიყავი. მე კი თქვენთან ჭიდილს, დროს მივანდე ყველაფერი და უსიტყვოდ წამოვედი, მხოლოდ იმ იმედით, რომ ოდესღაც ჩემს სიმართლეს დავამტკიცებდი, დავამტკიცებდი რომ ქვეყანაში სადაც პრეტენზია გვაქვს დემოკრატიაზე, პოლიტიკური ნიშნით ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ. იმ იმედით, რომ ოდესღაც ვინმეს გაუჩნდება სურვილი, გადახედოს რა ხდება „კულისებში“, გადახედოს თუ როგორ გაიწირა ჩემს გარდა კიდევ სხვებიც, ჩემსავით,იმავე მიზეზით!

 

თუმცა, დღეს ამას იმიტომ არ გწერთ, რომ თქვენგან, ან ვინმესგან რაიმე მოლოდინი  მაქვს, უბრალოდ როცა ძალიან მალე, საქართველოდან გადავიხვეწებით, ვინ იცის რამდენი წლით, მინდა თითოეულმა თქვენგანმა და თქვენისთანებმა საკუთარ თავს ერთხელ მაინც უპასუხოს - რატომ გარბიან ადამიანები საკუთარი სამშობლოდან.

 

ჩვენ კი, უცხო ქვეყანაში დაკარგულებს, იქ ყოფნას საკუთარი ქვეყნის სიყვარული და უკან დაბრუნების ფიქრი გაგვაძლებინებს...

 

ფიქრი და იმედი იმისა,  რომ ღმერთი სამართლის ურემს ყველგან ჩამოატარებს!..", - გვწერს ესმა შავაძე.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

"ქართულმა ოცნებამ საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა" - ეკა ბესელია

2019-11-15 17:28
ეკა ბესელია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას ძალიან მძიმედ აფასებს. მისი თქმით...

"კონსერვატორები" უმრავლესობის რიგებს ტოვებენ

2019-11-15 15:21
“კონსერვატორები“ უმრავლესობის რიგებს ტოვებენ, რადგან, მათი თქმით, მთავრობაში პოლიტიკური და...

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2019-11-15 14:39
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოში...

აჭარაში საარჩევნო სისტემის გაპროტესტებისთვის 4 აქტივისტი დააკავეს

2019-11-15 14:09
პროპორციული არჩევნების გაუქმებას ბათუმშიც აპროტესტებენ.
რჩეული ვიდეოები

"მის მსოფლიოზე" საქართველოს ნინი გოგიჩაიშვილი წარადგენს

2019-11-15 17:54
„მის მსოფლიო 2019“ 9 დეკემბერს ტაილანდში გაიმართება.

„soul” - ახალი გულში ჩამწვდომი ანიმაცია Pixar-ისგან

2019-11-11 13:30
„სული“ - ასე ქვია Pixar-ის ახალ შემოქედებას, რომელიც მაყურებელში მძაფრ ემოციებს გამოიწვევს.

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2779
0.0000
100
RUB
 - 
4.6531
0.0000
1
USD
 - 
2.9723
0.0000

გუშინ:

ჰიტები:412 უნიკალური:327

მიმდინარე:

ჰიტები:74 უნიკალური:65