ანალიზი - რამდენ საათში აფეთქდება რუსეთის გაზსადენები?

Image

რუსეთის ფედერაციის გაზგამანაწილებელი სისტემა, ძალიან მალე, შესაძლოა, შეუქცევადად დაზიანდეს - ამ თემაზე საკითხის მცოდნე კომპეტენტური პირები ალაპარაკდნენ.

 

პრაქტიკულად, ყველა მომხმარებლის უარმა რუსული გაზის შესყიდვაზე, ეს ქვეყანა სერიოზული დილემის წინაშე დააყენა. მილსადენები და აირსაცავები რთულ სტრუქტურას წარმოადგენენ. ამ სისტემის მდგრადობა მთლიანადაა დამოკიდებული მოპოვებისა და ხარჯვის ბალანსზე.

 

მნიშვნელოვანია, რომ გაზის მოპოვების მოცულობის შემცირება ტექნოლოგიურად შეუძლებელია. ჭაბურღილს, რომელსაც მიწაში დაგროვილი გაზი კატასტროფული წნევით აწვება, ვერ გადაკეტავ. ასეთი რამ კაცობრიობას არ სმენია. ეს შეუძლებელი. თუ საბადო გახვრიტე და იქიდან გაზს გამოსვლის საშუალება მიეცი, მერე ნურას უკაცრავად - ან მოიხმარე რამდენიც გამოდის, ან ემზადე დიდი პრობლემებისთვის.

 

2015 წლის ნოემბერ-დეკემბრისთვის რუსეთს უკვე დაუგროვდა 17,5 მილიარდი კუბომეტრი გაზი. გაზი, რომელსაც აღარავინ ყიდულობს. დაუგროვდა არა სადმე ქილებში და მუთაქებში, არამედ საკუთარ მილსადენებში.

 

ხარჯვით არ იხარჯება, ჭაბურღილიდან კი მოდის და მოდის. ვერც ვერაფერი შეაჩერებს. რაკი ასე გამალებით მოდის, მილსადენში წნევაც იზრდება. იქ უკვე ეს მშვენიერი ფიზიკური სიდიდე 280 ატმოსფეროს აღწევს.

 

წარმოდგენისთვის შევადაროთ ჩვენი ავტომობილების საბურავებში არსებულ 2-3 ატმოსფერო წნევას. ისიც გავიხსენოთ, რა ხდება, როდესაც საბურავი ვეღარ უძლებს და სკდება.  იქ კი ჰაერია და არ ფეთქდება. აქ ბუნებრივი აირი, გაზად წოდებული და ფრიად აალებადი რამ.

 

ამგვარად 280 ატმოსფეროო. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ რამდენზეა გათვლილი ეს მილები? - მილები გათვლილია სტანდარტულ 225 ატმოსფეროზე.

 

ყველა საცავი გადავსებულია, ყველა მომხმარებელი რუსეთის ტერიტორიაზე მაქსიმალურად ჩართულია და წვავს რაც შეიძლება, მეტს. არ უნდა, მაგრამ ხარჯავს. არც არავინ არ აპირებს ამ ზედმეტი ხარჯვის გამო მათ მისი საფასური არ გადაახდევინოს. ხარჯავენ, წვავენ, ჰაერშიც ბლომად უშვებენ. არადა წნევა იმატებს.

 

იმდენს ვერ ხარჯავენ, რამდენსაც ინდუსტრიულად გაუმაძღარი ევროპა, იმდენს ვერ წვავენ, რამდენსაც უკრაინის უზარმაზარი ტერიტორია ითხოვდა გასათბობად. სხვათა შორის, გათბობით ევროპაც თბებოდა და არც თუ ისე ცუდად.

 

ევროპამ უარი თქვა, უკრაინას აღარ ამარაგებს. თურქეთს თავად და მისდა საზარალოდ, შეუწყვიტა. ჩინეთმაც კი უარი უთხრა -  პაკისტანისგან უფრო იაფად ვყიდულობო. ირანი, აზერბაიჯანი, არაბეთის ქვეყნები თავისას აკეთებენ - წნევა იზრდება.

 

რა ნიშნულამდე შეიძლება ეს საკრალური წნევა გაიზარდოს? თურმე 295-300 ატმოსფერომდე. ახლა რამდენია? – 280. მერე რა მოხდება? მოხდება ის, რაც სათაურში წერია.

 

აი, თურმე, რა მოჰყვება მეზობლების და სავაჭრო პარტნიორების მტრად მოკიდებას. სად შეიძლება რუსმა ამ გაზის ნაწილი მაინც დახარჯოს? სომხეთი - ცალსახაა. ისედაც აძლევდა. ახლა უნდა გაცილებით მეტი მისცეს. გზა საქართველოზე გადის. გავატარებთ მეტს, გვეკუთვნის მეტი. კარგია. მაგრამ რაც მეტი დაგვრჩება, მით ნაკლები უნდა შევიძინოთ აზერბაიჯანისგან. დღეს მივიღებთ მუქთა გაზს, ხვალ დავკარგავთ მდიდარ და სტრატეგიულ აზერბაიჯანს. როგორც ჩანს, არა მარტო აზერბაიჯანს.

 

რუსეთის მილებში გაზის წნევის მატება, ერთის მხრივ, რუსული უგნური პოლიტიკის შედეგია, მეორეს მხრივ, ამ უგნურებით მოსარგებლე ამერიკა-ევროპის სტრატეგია. დინების საწინააღმდეგოდ ხომ არ მივცურავთ? თუ დღეს რუსულ გაზს სიამოვნებით მივიღებთ, ხვალ იძულებით ხომ არ მოგვიწევს? და არა მარტო გაზის მიღება?

 

ახლა რამდენიმე მინიშნება გაზტრანსპორტირების სისტემასთან დაკავშირებით

 

გაზტრანსპორტირების კომპლექსი 5  ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

  • ჭაბურღილი;

მუშაობს უწყვეტად. არ იკეტება, გამომავალი ნაკადი არ რეგულირდება.

  • მილი (ზოგისთვის ტრუბა);

არსებობს ორგვარი: მაგისტრალური და გამანაწილებელი. რუსეთში ძირითადი „ტრუბა“ მაგისტრალურია. მასზე მიერთებულია მომხმარებლებისკენ მიმავალი გამანაწილებელი მილები. ახლა დავიმახსოვროთ, რომ მაგისტრალური გაზსადენი ძირითადად რუსეთის დაუსახლებელ და მიუვალ ადგილებში გადის.

  • გაზსაცავი;

წარმოადგენს რთულ ტექნოლოგიურ-სამრეწველო სისტემას. საჭიროებს კვალიფიციურ და ინტენსიურ მომსახურებას. შესაბამისად საჭიროა მუშახელი - ანუ, ახლოს უნდა იყოს დასახლებული პუნქტები თავის ინფრასტრუქტურით. მოკლედ ცივილიზაციასთან ახლოს ან ცივილიზაცია ახლოს. ახლა ისიც დავიმახსოვროთ, რომ რომ ყველა ძირითადი გაზსაცავი უკრაინის ტერიტორიაზეა.

  • საკომპრესორო სადგური;

ასევე, სამრეწველო ობიექტია და შესაბამისად ისიც ცივილიზაციას საჭიროებს. ისინი, ძირითადად, რუსეთის დაუსახლებელ ტერიტორიაზეა განლაგებული.

  • გაზგამანაწილებელი სადგური.

რუსეთის მაგისტრალური „ტრუბაპროვოდიდან“ გაზი ისევ რუსეთის უკრაინასთან საზღვრისპირა რაიონებშივეა განთავსებული. შესაბამისად, უკრაინას არ შეუძლია ნაკადის გადაკეტვა. ეს მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ხდება. წნევა კი იზრდება. გახსოვთ სადაა განთავსებული გაზსაცავები? რუსეთს გადაკეტილი აქვს უკრაინის გაზსაცავებისაკენ მიმავალი მაგისტრალური მილსადენი - წნევა ისევ იზრდება.

 

ამ ეტაპზე შევეგუოთ მაღალ წნევას და გადავხედოთ  „ჩრდილოეთ“ და „სამხრეთ“ ნაკადების ალტერნატივას.

 

ევროპის არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია გაზსაცავი და არც უნდა, რომ ჰქონდეს. ეს ძალიან ძვირია, ძალიან საშიშია და დიდ ტერიტორიას მოითხოვს. ევროპამ ამ ხარჯის ნაწილი უკვე გაიღო, როცა უკრაინის ტერიტორიაზე ააშენა ისინი. ევროპას სჭირდება გაზი. გაზი, რომელსაც დაწვავს და არა დააგროვებს. რუსეთს ტერიტორიის მეტი რა აქვს, არც საფრთხეს უფრთხის, მაგრამ არ ეყოფა გაზპრომის ფულები ამ საქმეს, არც ტექნოლოგია აქვს საამისოდ, და არც დრო. ნახსენები ცივილიზაციაც არაა ამ მაგისტრალების ახლო-მახლო. (საერთოდ არაა იქ ცივილიზაცია. ჰა-ჰა, მოსკოვ-პეტერბურგში ძლივს).

 

მომავლის პროგნოზები

  • ა) - კარგი პროგნოზი

უკრაინა აღარ იღებს რუსეთიდან გაზს. მას საკუთარი იაფი ფილაქნის გაზის უზარმაზარი მარაგები აქვს და ევრო-ამერიკელების დახმარებით ძალიან მალე მიიღებს 4-ჯერ უფრო იაფ გაზს. რუსული მილსადენის გაზსაცავები აღარავის აღარ სჭირდება. უმეტესობა უქმდება. გაჭირდა რუსულ სახელმწიფოში არტერიული და გაზის წნევების დარეგულირება. რუსეთს გაზი აქვს - სად წაიღოს არ იცის. აქვს გაზი და მხოლოდ ნედლეულის მომპოვებელი სახელმწიფოს სტატუსი. აღარ აქვს მაღალი შემოსავალი, სამაგიეროდ აქვს მაღალი წნევა.

  • ბ) - არც თუ ისე ცუდი პროგნოზი

ცივი ზამთრის პირობებში ევროპამ მეტი გაზი მოითხოვა. უკრაინაში გაზსაცავები აღარ არსებობს. ევროპა გაზის დეფიციტს განიცდის. რუსეთიდან იწყებს გაზის დამატებითი რაოდენობის შეძენას. რუსეთი უკრაინული გაზსაცავების გარეშე ვეღარ აწვდის სტაბილურ ნაკადს, ეკისრება დიდი ჯარიმები. გათვლები აჩვენებს, რომ რუსეთი ევროპას გაზს თვითღირებულებაზე იაფად აწვდის.

  • გ) - ცუდი პროგნოზი

ევროპა ამცირებს რუსეთიდან გაზის შესყიდვას. რუსეთს ისევ მაღალი წნევა აწუხებს. გაზს ვეღარსად ინახავს. იძულებულია თხოვოს უკრაინას გაზსაცავების აღდგენა. უკრაინა, ალბათ, არ დათანხმდება, მაგრამ შენახვისთვის ისეთ ფასს დაუწესებს რომ...

რუსეთს ძალიან შემოეჩვია ეს მაღალი წნევები. სულ აქეთ იქეთ აქანავებს. ა, ახლაც შეაქანა აგერ, ა!  ერთი მარკშეიდერი კი უნდა ჰყოლოდა ამხელა სახელმწიფოს, მაგრამ...

  • დ) - ძალიან ცუდი

ევროპა სრულად წყვეტს რუსეთისგან გაზის შესყიდვას (სავარაუდოდ 10-20 წელიწადში). მას სხვა წყაროებიდან შეიძენს ან ალტერნატიულ ენერგიას გამოიყენებს. უკრაინა, უფროსი ძმის უსაზღვრო სიყვარულით გათანგული, იძულებული გახდა, ევროპაში გადაესწრო. საკუთარი წყაროებიც მშვენივრად აითვისა და ახლა უნდა გათბება, უნდა გაგრილდება.

 

რუსეთს რა...?
ოჰ, ეს მაღალი წნევა. აფრთხილებდნენ მაგას, საშიშიაო. აპაა!

 

ახლა, მთავარი დასკვნა:

 

ბუნებრივი აირების დიდი საბადოების გახსნა - პირის მოღება, „ჩრდილოეთ“ და „სამხრეთ“ ნაკადების შექმნა, მეტი არაფერია, თუ არა „დაყოვნებული მოქმედების ნაღმი“. ნაღმი, რომელიც რუსეთმა თავად ჩაიდო რუსულ-საბჭოური იმპერიის შენობის რუსეთის ფედერაციის ფუნდამენტში.

 

ნაღმის გაუვნებლმყოფელი ევროპა-ამერიკაც არ იწყვიტავს წელს ამ უბედურებისგან რუსეთის დასახსნელად. მიზეზი? - დედამიწის ამ ტერიტორიაზე არსებული ქვეყნიდან გაზთან ერთად საფრთხეც მოედინება. ყველასთვის მოედინება. რაც დრო გადის, გაზი მცირდება - საფრთხე კი იზრდება.

 

ამიტომაც მსოფლიომ გადაწყვიტა - აცადოს რუსეთს, თავადვე აიფეთქოს თავი. გნებავთ საკუთარ გაზზე, გნებავთ საკუთარ ნაღმზე (მაგათსავე რაკეტა „სატანაში“ ჩატვირთული ვადაგასული პლუტონიუმით).

 

და, ბოლოს:

 

10 მიზეზი, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ:

 

  1. ქრონიკული გენეტიკური დაავადება, რაც მდგომარეობს შემდეგში - როცა ცხვირში ხვდება, მაშინაც კი ვერ ხედავს, ცხვირწინ რა უტრიალებს;
  2. მდაბიოს იმპერიული ამბიციები;
  3. ქვეცნობიერი განცდა ისტორიული და კულტურული არასრულფასოვნებისა;
  4. ჰიპერტროფირებული სიზარმაცე და უუნარობა;
  5. მუდმივი სწრაფვა ამყოფოს სხვა ისეთივე ნაგავში, როგორშიც თავადაა;
  6. ამორალური საზოგადოება, რომელმაც ამოხოცა საკუთარი ინტელიგენცია და ამოძირკვა კულტურის ყოველგვარი ჩანასახი;
  7. ვოდკა-სელიოდკით პიკნიკის განცდის სინდრომი;
  8. საზოგადოების ისტორიულ-ფუნდამენტური უზნეობა და კორუმპირებულობა;
  9. ჰიპერბოლირებული პროსტიტუცია და ალკოჰოლიზმი;
  10. შურისა და სინანულის მუდმივი განცდა  - ჩემი ცხენი თუ მოკვდა, მეზობლის რატომაა ცოცხალიო.  

 

 

xunda-2.jpg    ეიმურაზ ხუნდაძე

 

წყარო: http://www.technosotnya.com/

 

 

 

GAZSAD.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !