-
2015-11-01 21:29
საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთის ქალაქ გარაში, მთებში განთავსებული წყლის რეზერვუარი, რომლითაც გაგრა სასმელი წყლით მარაგდებოდა, გასკდა, ხოლო წყლის ნაკადმა გზად ყველაფერი წალეკა და ქალაქის ნაწილი დატბორა.
შემთხვევა დილით, 06:30 საათზე მოხდა. ქალაქის ადგილობრივ ე.წ. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ საბედნიეროდ, მაშინ ქუჩაში ხალხი არ მოძრაობდა, თორემ მთიდან მოვარდნილი ღვარცოფი აუცილებლად გამოიწვევდა მსხვერპლს.
წყალმა გადარეცხა რკინიგზა, წაიღო და ერთმანეთზე მიჯრით მიაწყო ავტომანქანები, წააქცია მრავალწლიანი ხეები, ელექტროგადამცემი ხაზები, დატბორა საცხოვრებელი სახლები და სარდაფები. პასუხისმგებელი პირების განცხადებით, მთიდან მოვარდნილი ნაკადი ბევრად უფრო მძლავრი და გამანადგურებელი იქნებოდა, გზაში ხეებსა და ხევებს რომ არ გაენელებინათ. რეზერვუარში, რომელიც მოიშალა, 3,5 ათასი კუბური მეტრის მოცულობის წყალი ეტევა.



