-
2015-10-29 23:55
პარიზის პროკურატურაში შევიდა განცხადება ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით. საქმე ეხება ინგა პავლოვას განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ განქორწინების დროს თაღლითობის გამოძიებას ითხოვს.
ინგა პავლოვამ, რომელიც აცხდებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველი ცოლია, განცხადება პარიზის პროკურატურაში 2015 წლის 8 ოქტომბერს შეიტანა. დოკუმენტი ჟურნალისტმა ვლადიმირ ივანიძემ გამოაქვეყნა, რომელმაც მანამდე გამოაქვეყნა ასევე პარიზის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ 1991 წელს პარიზში მართლაც შედგა ქორწინება ინგა პავლოვასა და ბიძინა ივანიშვილს შორის.
პარიზის პროკურატურაში 8 ოქტომბერს შეტანილი განცხადება გამოძიების დაწყების თხოვნით:

ვლადიმირ ივანიძის სტატუსი "ფეისბუქზე":

პარიზის ნოტარიალურ არქივში დაცული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ინგა პავლოვასა და ბიძინა ივანიშვილს შორის ქორწინება შედგა:

ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილს, მისი პრემიერობის პერიოდში, შეკითხვა ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამაც დაუსვა, თუმცა მაშინ ივანიშვილი წყობიდან გამოვიდა და ჟურნალისტს ურჩია "მისი ადგილი სცოდნოდა": "თქვენ აქ არქივში იქექებით და მე ვალდებული ვარ გიპასუხოთ? ხომ გეუბნებით, მე ტყუილი არასდროს მითქვამს", - თქვა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა.
ინგა პავლოვა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მასზე 1991 წელს, პარიზში იყო დაქორწინებული, ხოლო 1994 წელს, პროცესში მისი მონაწილეობის გარეშე გააფორმა განქორწინება.
ინგა პავლოვა ასევე ამბობს, რომ 1995-დან 2006 წლამდე ბიძინა ივანიშვილი და მისი თანაშემწე სტანისლავ პოლიაკოვი მის კუთვნილ საბუთებს ანგარების მიზნით იყენებდნენ და გაფორმებული ჰყავდათ ორ ბანკში, მაშინ როცა მას, რეალურად, არცერთ ბანკში არ უმუშავია. პავლოვას თქმით, ეს ფაქტი მისთვის დამოუკიდებელი ჟურნალისტის ვლადიმირ ივანიძის მიერ მოპოვებული მასალებიდან გახდა ცნობილი, რაც გააგზავნა კიდეც რუსეთის შესაბამის სტრუქტურაში, სადაც ივანიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.
"იქედან მიპასუხეს, რომ დიახ, დანაშაული სახეზეა, მაგრამ საქმეს არ აღვძრავთ, რადგან მას შემდეგ დიდი ხანია გასულიო. მე მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანი პასუხი არ არის და 7 წელი არც ისე დიდი დროა. ამიტომ ვაპირებ, მივმართო სასამართლოს. მას მედიის საშუალებების მადლიერი დავრჩები, თუ ისინი დამეხმარებიან ჩემი პოზიციის გავრცელებაში, ვინაიდან მოგეხსებათ, მდიდარი ადამიანის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა ადვილი არ არის და სიცოცხლისთვისაც საშიშია".
ინგა პავლოვა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან კომპენსაციის მოთხოვნას მისი პირადი საბუთების ანგარების მიზნით გამოყენების გამო მოითხოვს.
რაც შეეხება განქორწინების დეტალებს, ამაზეც, თავის დროზე სწორედ ჟურნალისტმა ვლადიმირ ივანიძემ დაწერა:
"განქორწინება მოხდა მათი «ერთობრივი თხოვნის» საფუძველზე, როგორც ნათქვამია სასამართლოს დადგენილების დოკუმენტში. საინტერესია განქორწინების გარემოებების განხილვა. ინგა პავლოვა ამტკიცებს, რომ მას არ მოუწერია ხელი არავითარ დოკუმენტებზე განქორწინების შესახებ.
ერთადერთი, რაზეც მან მოაწერა ხელი, იყო რაღაც ქაღალდი, რომლის ხელის მოწერა მას «ბორისის» ადვოკატმა კატეგორიულად მოსთხოვა. იმ ქაღალდზე იყო აბსურდული ულტიმატუმი: პავლოვამ უნდა გაუჩინოს ივანიშვილს ხუთი შვილი, თუ არა და– განქორწინება! ამას, შეიძლება დაარქვათ, რაც გინდათ, მაგრამ არ შეიძლება გამოდგეს, როგორც მიმართვა სასამართლოში «განქორწილების ერთობრივი თანხმობის» შესახებ.
პავლოვამ, რა თქმა უნდა, უარი თქვა «ხუთი შვილის» გაჩენაზე და მოაწერა ხელი. და ამის შემდეგ პავლოვამ ისიც კი არ იცოდა, რომ მაისში შედგა სასამართლოს სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეკატერინე ხვედელიძე, შემდგომ გარემოებებიდან გამომდინარე, პარიზში იმყოფებოდა ივანიშვილის და პავლოვას განქორწინების მომენტში..."