სკანდალური მიმოწერა „განსხვავებულ აქცენტებში“ და მისი კავშირი ეროსი კიწმარიშვილთან - ლაშა ბერულავა დეტალებზე საუბრობს

Image

25 ოქტომბერს, „განსხვავებულ აქცენტებში“ გამოქვეყნებული სკანდალური მიმოწერა ვლადიმირ ბედუკაძესა და ნინო ჯღარკავას შორის, რომლის ავთენტურობა ჯერ არაა დამტკიცებული და რომელსაც ორივე მონაწილე უარყოფს, „განსხვავებულ აქცენტებს“ ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ მიაწოდა. 

 

„აფხაზეთის ხმასთან“ ლაშა ბერულავა უფრო ვრცლად საუბრობს იმ დეტალებზე, რომელიც მისთვის ამ მიმოწერის გამოგზავნას ახლდა თან, და რაზეც "განსხვავებულ აქცენტებში" ისაუბრა. ამავე დროს, ხსნის, რატომ არ გამოიყენა ეს მიმოწერა იმ თითქმის ერთი წლის განმავლობაში, რაც ის მის კომპიუტერში ინახებოდა:

 

„შარშან, ნოემბერში, „ფეისბუქზე“ უცნობი ადამიანი დამიკავშირდა და მომწერა, რომ ჩემთვის სკანდალური მასალის გადაცემა სურდა. ის ანონიმურობის დაცვას ითხოვდა, რაც, რასაკვირველია, მიიღო კიდეც ჩემგან. „ფეისბუქით“ ადრეც ბევრჯერ მიმიღია ისეთი სკანდალური ინფორმაცია, რომელიც შემდეგ ნამდვილი აღმოჩენილა და, ძირითადად, უცნობებისგან, რომლებიც ჩემთან დაკავშირებას იმით ხსნიდნენ, რომ დიდი ხანია, აკვირდებიან ჩემს აქტივობას, იციან ჩემი პოზიცია და ამიტომაც, მენდობიან, რისთვისაც მათ მუდამ მადლობას ვუხდიდი და ახლაც მადლობის გარდა არაფერი მეთქმის.

 

პიროვნება, მოდი, დავარქვათ მას პირობითად ლილი, მწერდა, რომ ცხოვრობს ევროპის ერთერთი ქვეყნის დედაქალაქში, ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა და როცა მის პირად ნივთებს ალაგებდა და არჩევდა, მეხსიერების ბარათი იპოვა, გახსნა ის ლეპტოპში და აღმოაჩინა დასქრინული ფბ-მიმოწერები. ჩემი წყაროს თქმით, მამაკაცი დღის უდიდეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებდა, თუმცა, ის არასდროს დაინტერესებულა, რა სახის სამუშაოს და ვისთვის ასრულებდა ის. მან მომწერა, რომ მსგავსი მიმოწერები „ფლეშკაზე“ უამრავი ინახება.

 

მართალი გითხრათ, თავდაპირველად, როცა გავეცანი გამოგზავნილ მიმოწერას, ჩავთვალე, რომ ის დამატებითი დეტალებისა და ინფორმაციის გარეშე, ღირებული მასალა არ იყო. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მიმოწერა ინბოქსში ნინო ჯღარკავას გავუგზავნე, თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ მისი რეაქციის დეტესტვაც მინდოდა - მაინტერესებდა, რას იზამდა. ნინომ, რომელსაც კარგა ხანია, ვიცნობ, მომწერა, რომ ამ მიმოწერაზე მან იცოდა და რომ ვიღაცამ ის მას ჩემამდე გაუგზავნა.

 

სხვათა შორის, ნინო ჯღარკავას მაშინ მივწერე, ვიღაცეებს ალბათ, უნდოდათ, შენს წინააღმდეგ შავი პიარი ამეგორებინა და ერთმანეთს დავტაკებოდით-მეთქი, მან კი ეს შინაურული მიმოწერა ჩემს საწინააღმდეგოდ და იმის საილუსტრაციოდ გამოიყენა, რომ თითქოსდა მე ვინმე მავალებდა მის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას, მაგრამ ამაზე მე არ წავედი, რაც სრული აბსურდია. რანაირად დამავალებდა უცნობი ადამიანი, ვინც ეს მიმოწერა გამომიგზავნა?

 

თვალყური მივადევნე, მაგრამ ნინო ჯღარკავა არ მოქცეულა ისე, როგორც ნებისმიერი, საღად მოაზროვნე ჟურნალისტი მოიქცეოდა: მან არ გამოაქვეყნა ეს მიმოწერა საკუთარ კედელზეც კი და არ დაწერა, რომ ვიღაცეები ცდილობენ, მისი დისკრედიტაცია მოახდინონ და მიმოწერას უყალბებენ. ასე რომ მოქცეულიყო, ხომ პრევენციაც იქნებოდა და ვერ მოხვდებოდა ეს მიმოწერა „განსხვავებულ აქცენტებში“?

 

მაგრამ ამ საქმეში მთავარი მაინც სულ სხვა რამაა: მე კიდევ უფრო მეტი ინტერესით მოვეკიდე ამ მიმოწერას, მის გამომგზავნთან ისევ გავაბი „ფეისბუქ-დიალოგი“ და რამდენიმე თვის განმავლობაში, პერიოდული წყვეტებით მიმოწერებს შორის, უცებ ეს მიმოწერა დაუკავშირდა საეჭვო ვითარებაში დაღუპული ეროსი კიწმარიშვილის სახელს.   

 

კერძოდ, წყარომ განმიცხადა, რომ მისი მეგობარი მამაკაცი, რომელიც დაიღუპა, ორ დღეში სწორედ კიწმარიშვილთან შეხვედრას გეგმავდა და ზოგადად, ამ სქრინებს მისი დავალებით აკეთებდა. დანარჩენი მან არაფერი იცოდა ან იცოდა და არ მითხრა. როცა ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში შევხვედროდი, თუნდაც ნახევარი საათით, აეროპორტში, სადაც „ფლეშკას“ გადმომცემდა, მიპასუხა, ვიფიქრებო და შემდეგ ჩემი თვალთახედვის არედან გაქრა.

 

დროთა განმავლობაში, რადგან ამ მიმოწერას არ დაემატა განვრცობითი ხასიათის სხვა დეტალები, მისი გამოყენება არც მიფიქრია. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ეროსი კიწმარიშვილის საქმეში ახალი დეტალები, ახალი ეჭვები, ახალი კითხვები გამოჩნდა. კერძოდ, მე გავიგე ეროსის ძმის, ზურას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ეროსის კომპიუტერი პროკურატურამ მისი გარდაცვალების მეორე დღესვე დალუქა და წაიღო, თითქოსდა გამოძიების აუცილებლობიდან გამომდინარე, თუმცა, მთელი ექვსი თვის განმავლობაში არ დააბრუნა და ბოლოს, სავარაუდოდ, „გაწმენდილი“ დააბრუნა.

 

ამის გარდა, დამატებითი ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებითაც, რომელმაც 2012 წელს პოლიტიკური კლიმატი საქართველოში შეცვალა. საზოგადოებაში ფართოდ მუსირებდა აზრი, რომ „ციხის კადრები“ დაკვთით გადაღებული იყო, კარანტინის დაშლის ნაწილის გარდა; რომ რაც გავრცელდა, არ იყო სრული მასალა, რომ ამ კადრების ციხიდან გამოტანის შემდეგ ლადო ბედუკაძეს დიდი ფული უნდა მიეღო უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის შუამავლებისგან, ამ შემთხვევაში, მედიაკავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტებისგან, მაგრამ ის გადააგდეს და ა.შ.

 

სწორედ ასეთ დროს გამახსენდა ამ მიმოწერის არსებობა და ხელახლა გადავიკითხე როგორც წყაროს გამოგზავნილი, ასევე, მიმოწერა ჩემსა და წყაროს შორისაც. როცა დავრწმუნდი, რომ მიმოწერაში ფრიად საინტერესო დეტალები ამოტივტივდა, მივმართე ჩემს კოლეგას ეკა კვესიტაძეს...

 

რასაკვირველია, მზად ვარ, გამოძიებასთან ვითანამშრომლო, თუმცა, წყაროს იდენტიფიცირებას არ მოვახდენ. ვინაობის (თუნდაც გამონაგონი იყოს) გაუმჟღავნებლად, ჩვენი მიმოწერს ფრაგმენტებს აქაც ვაქვეყნებ“, - ამბობს ლაშა ბერულავა „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში. 

 

სკანდალური მიმოწერის სქრინები და ტექსტი:

 

 

 

m.jpg

 

mm.jpg

 

mmm.jpg

 

 

ნინო ჯღარკავა: ლადო, გავარკვიე ყველაფერი, რაც მთხოვე. ირმამ ბოდიში მოგიხადა. მართლა ძალიან დაკავებულია და ამ დღეებში დავეკონტაქტები აუცილებლადო. დღეს დილით ჩვენი კაცი გავაგზავნე თურქეთშო/ შენს ცოლს ნახავს და გადასცემს თანხას. 27 000-ს. ეს დროებით ეყოფათ და მალე ვიზებსაც გავაკეთებთ. შენ არაფერზე ინერვიულო.

 

ლადო ბედუკაძე: ხომ არ იცით, დაახლოებით როდის იქნება მზად ვიზები? ძალიან ვნერვიულობ.
27 000 რატომ? ეს არ ყოფილა ჩვენი მოლაპარაკება. უთხარი რა, დამიკავშირდეს ირმა. მე როგორც ვხედავ, ამ ამბავზე ვიღაცები ყვავს ხარშავენ და უკვე მაგრად ყარს.

 

ნინო ჯღარკავა: რას გულისხმობ? თუ ირმაზე ფიქრობ, ცდები ლადო, ჩემო კარგო. 27 000 სწორედაც რომ ირმას ხელიდან გავიდა. იცი, რომ ბიძინას ჯერ ერთი კაპიკიც კი არ გადაუხდია?

 

ლადო ბედუკაძე: ეს ჩემი საქმე არ არის. მე ჩემი მისაღები უნდა მივიღო. ვხედავ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მოლაპარაკება გვქონდა. ნინო, უთხარი, რომ კონტაქტზე გამოვიდეს ირმა. მე ფოფხაძე და ბლიადაძე შუამავლებად არ მჭირდება.

 

ნინო ჯღარკავა: მაგათზე ადრევე გითხარი, თავი შორს დაიჭირე-თქო.

 

ლადო ბედუკაძე: ასეც ვაკეთებ. ზედმეტი ხალხი არ მჭირდება. ისინი ამ საქმიდან კაპიკს ვერ მიიღებენ. დარმავოი ფული მიუნდათ ბიჭებს. ირმამ რაც უნდა გადაუხადოს თავისი სჩორიდან. ბიძინა რასაც მისცემს, ის პირადად მე მეკუთვნის და პროსტა ისე არ გამაკეთებინონ ყველაფერი ნათელი გახდეს. ამაზე წამსველელი ვარ, დასაკარგი აღარაფერი მაქვს.

 

ნინო ჯღარკავა: ხომ არ გაგიჟდი? მაგით შენ რამდენიმე კაცს კი არა, საერთოდ ყველას დაგვღუპავ და დაღუპავ საქართველოს. ეს ამბავი რომ გასკდეს, იცოდე, ნაცხროვა ციხეებიდან არ გამოგვაყოფინებს თავს. ცოტა დაფიქრდი, რა! როგორ ფიქრობ, ივანიშვილი მაგ ფულს გაექცევა? რას პანიკობ, მიგვაყვანინე საქმე ბოლომდე ძმაო. ასე ხომ არ შეიძლება?

 

ლადო ბედუკაძე: ფაქტია, რომ მაგათი მხრიდან არცერთი დანაპირები არ სრულდება. ვიზები დღემდე ვერ
გააკეთეთ და ჩემი ოჯახი ისევ თურქეთშია. ეს გაუჭრდა ბიჭინას? ირმა რატომ არაფერს ეუბნება?

 

ნინო ჯღარკავა: ლადო, არ ხარ მართალი. ჩვენ ჯიბეში ხელებჩალაგებულები არ ვართ. სხვათაშორის, ბიძინამ რომ ნახა, იცი რა თქვა? ეს ის კადრები არ არის, რასაც ველოდებოდითო.

 

ლადო ბედუკაძე: მაგას *იგ ხომ არ აქვს? აბა, რას ელოდებოდა? ყელები უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? ამაზე დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა თუ რა? რაც გვქონდა დაგეგმილი, ის გაკეთდა. მაშინ უფრო მეტად უნდა დაეკონრეტებინათ, რა უნდოდათ.

 

ნინო ჯღარკავა: არ ვიცი, არ ვიცი. მოკლედ, სიკვდილი მინდა, ისეთ დღეში ვარ. შენ კი არა, მგონი მალე მეც დავკრგავ ფეხს და გამოვიქცევი ამ ჯოჯოხეთიდან.

 

ლადო ბედუკაძე: მე თუ წამოვედი, რა დავიჭირე? ამხელა მტკიცებულება უდევს წინ ჩემს ადვოკატს და იმის პირობასაც ვერ მაძლევს, რომ პოლიტიკურს მივიღებ. კაროჩე, ეს ფოფხაძე რაღაცას მაბოლებს და ამათ ცოტა ხანში მოვუვლი. მაგარი ვითხები შემომტენეთ…

 

 

ლაშა ბერულავას მიერ დასახელებული წყაროს მიმოწერის დასაწყისი, კონფიდენციალობის დაცვით (სრული მიმოწერის ორიგინალი ინახება ჟურნალისტთან):

 

 

 

 

la.jpg

 

la1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !