„აფხაზეთის ხმისთვის“ ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ ოქროყანაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, დაჭრილია შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალ-მაიორი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო დაღუპულია მისი დეიდაშვილი.
გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში მიაყენეს, ხოლო დაჭრილს ტყვია ასევე თავში მოხვდა, მას ყბა-სახე აქვს დაზიანებული.
იმის გამო, რომ ინფორმაცია მომხდარის შესახებ ამ დრომდე არა აქვთ ოჯახის წევრებს, „აფხაზეთის ხმა“ თავს იკავებს ვინაობათა დასახელებისგან და დაელოდება შს სამინისტროსგან მომხდარი შემთხვევის დადასტურებას.
შემთხვევა ოქროყანაში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. დაპირისპირების დეტალები და მოტივი ამ დრომდე დაუდგენელია.