ფრთხილად, თბილისში საერთაშორისო ყალთაბანდური ჯგუფები გადაადგილდებიან - კონკრეტული ფაქტები

Image

ბოლო ერთი თვეა, თბილისში ყალთაბანდთა ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებიან და მოქალაქეებს თითქოსდა ცნობილი ბრენდების საყოფაცხოვრებო ან/და პარფიუმერიის ნაწარმს დიდი ფასდაკლებით სთვაზობენ.

 

თუ თქვენ ქუჩაში სოლიდურმა, კარგად ჩაცმულმა მამაკაცმა გაგაჩერათ, თავაზიანი ღიმილით მიგიყვანათ მანქანასთან და, ვთქვათ, Zepter-ის ნაწარმი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ძალიან იაფად შემოგთავაზათ, სანამ იფიქრებთ, რომ ბედმა გაგიღიმათ, აჯობებს გაარკვიოთ, ხომ არ არის ბედის ეს ღიმილი ირონიული - დიდი ალბათობით, თქვენ საერთაშორისო აფერისტების მახეში ებმებით.

 

რუსულად მოსაუბრე, თავაზიან, წარმოსადეგ მამაკაცებს, რომლებიც წინასწარ შერჩეულ მოქალაქესთან საუბარს დაახლოებით ასე იწყებენ: „გამარჯობა, თქვენ სოლიდური ქალბატონი/მამაკაცი ბრძანდებით, იქნებ დაინტერესდეთ, ერთი წინადადება მაქვს“, - მსხვერპლი იქვე ახლოს გაჩერებულ მანქანასთან მიჰყავთ, რომლის საბარგული თითქოსდა ბრენდული საყოფაცხოვრებო ტექნიკით ან პარფიუმერიითაა სავსე და ყველას ერთსა და იმავე ზღაპარს უყვებიან:

 

ისინი რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, სულაც უკრაინიდან ან მოლდოვიდან, ბელორუსიდან არიან, აქ ეს ნაწარმი გამოფენაზე ჩამოიტანეს. ასახელებენ „ექსპო ჯორჯიას“ რომელიმე პავილიონს, სადაც თითქოსდა გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გეუბნებიან, რომ ეს საქონელი გაუყიდავი დარჩა და არ უნდათ, უკან წაიღონ, რადგან ან აეროპორტში არ გაატანენ, ან კიდევ საბაჟო პროცედურები უჯდებათ ძვირი, ამიტომ ძალიან იაფად ჰყიდიან.

 

გაჩვენებენ ფასების აღმნიშვნელ ზედნადებს, სადაც სოლიდური ფასებია მითითებული, დაწყებული 500, 1000, ზოგჯერ 2 და 3 ათასი ევროდან ზემოთ და გთავაზობენ საქონელს საოცარი ფასდაკლებით, რადგან „ძალიან ეჩქარებათ აეროპორტში, დღესვე მივფრინავთ“... - ლეგენდა თითქმის ყველასთან ერთნაირია, ჯგუფები კი, როგორც ირკვევა, არაერთი.

 

თუ გაბრიყვდებით და ამ საყოფაცხოვრებო ან პარფიუმერულ ნაწარმს შეიძენთ, სახლში მისული, სულ ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ საოჯახო, სამზარეულოსთვის განკუთვნილი ტექნიკა უხარისხოა და თითქმის ერთჯერადი, ხოლო ცნობილი ბრენდის სუნამოს ნაცვლად ჩვეულებრივი, საღებავითა და არომატიზატორებით გაზავებული წყალი შეგიძენიათ, ანუ, 200, 300, 400 და ზოგჯერ მეტი ლარიც გადაიხადეთ „ბრენდულ“ ნაწარმში, რომლებსაც ლილოს ან სხვა ბაზრობაზე სულაც 30, 40, 60 ლარადაც თავისუფლად შეიძენდით...

 

„აფხაზეთის ხმას“ უკვე მიმართა ამ პროცესის რამდენიმე შემსწრემ და რამდენიმე დაზარალებულმაც. მათი ნაამბობიდან ცხადი ხდება, რომ თბილისში მსგავსი ჯგუფები საკმაოდ მრავლადაა.

 

აღსანიშნავია, რომ ყალთაბანდები გადაადგილდებიან მანქანებით, რომლებსაც აქვთ საქართველოს სახელმწიფო ნომრები, ყოველ შემთხვევაში, არცერთ დაზარალებულს არ უთქვამს, რომ ყალთაბანდები უცხო ქვეყნის ნომრიანი მანქანებით გადაადგილდებიან. ყალთაბანდთა გადაადგილების ეს დეტალი (ქართული სახელმწიფო ნომრები) ეჭვს ბადებს იმაზე, რომ შესაძლოა, არსებობდეს ორგანიზატორთა ჯგუფი, რომლებმაც საქართველოში ეს ყალთაბანდები ჩამოიყვანეს და აქ მანქანები დაახვედრეს, ანუ, შესაძლებელია, საქმე გვქონდეს საერთაშორისო ყალთაბანდთა ორგანიზებულ ჯგუფთან.

 

ერთერთმა დაზარალებულმა „აფხაზეთის ხმას“ ჯგუფის ერთი წევრის ავტომანქანის მარკა და ნომერიც მიაწოდა: შავი ფერის, „ნისანის“ მარკისა და სედანის ტიპის მანქანა, სახელმწიფო ნომრით SS 612 SS.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ დონის ყალთაბანდების სამიზნეა. მანამდე მსგავსი ფაქტები ხდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცის არაერთ ქვეყანაში, თუმცა, მხოლოდ იქ, სადაც სამართალდამცველთა პოზიციები არცთუ მყარად გამოიყურება.

 

2010-2012 წლებში მსგავსი ყალთაბანდური ჯგუფები ევროპის ქვეყნებშიც გამოჩნდნენ, მაგრამ სამართალდამცველთა აქტიურობის გამო იქ ფეხი ვერ მოიკიდეს და პოსტსაბჭოთა სივრცე აირჩიეს, თუმცა, მაშინ საქართველოს გვერდი აუარეს. მოლდოვაში, უკრაინაში, ბელორუსში - არაერთი მსგავსი ჯგუფის მოქმედება და აქტიურობაა გამოვლენილი.  

 

ლაშა ბერულავა

 

ფოტოები შერჩეულია თემატური მსგავსების პრინციპით

 

cepter1.jpg

cepter2.jpg

cepter.jpg

cepter3.png

cepter4.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !