
ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს გადასასვლელ გზასთან ახლოს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო. დაახლოებით ერთი საათის წინ და ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოებზე, სადაც ერთი და იგივე ადგილია აღბეჭდილი, სამი სახლი არ ჩანს. ამ ადგილას კერძო სახლები მდებარეობს.
მანამდე "ფეისბუქზე" გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ადგილას მდებარე სახლებიდან ადამიანები ფანრების ჩაქრობა-ანთებით შველას ითხოვდნენ. სახლებამდე მისვლა მანქანებით, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რის გამოც მაშველები სტიქიური უბედურების ზონაში შესვლას ვერ ახერხებდნენ.
Musya Qeburia, თვითმხილველი: "სახლი წაიღო ხალხიანი მდინარემ ხელების კანკალით ვწერ ჩვენგან ვინც ბიჭები იყვნენ ყველანი გავიდნენ მისახმარებლად იქნებ მზიურთან მდინარის გაყოლებაზე დახვდეთ ვიღაცეები ვისაც შეგიძლიათ, გზად ფანრებით ანათებდნენ, არ ვიცით უკვე მეორე სახლია, მდინარემ მთლიანად ჩარეცხა ხალხიანი სახლები ცოცლები თუ არიან აღარ ჩანან..."
ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. "აფხაზეთის ხმა" პერიოდულად, საგანგებო რეჟიმში მოგაწვდით არსებული სიტუაციის შესახებ გავრცელებულ ცნობებს როგორც თვითმხილეველებისგან, ასევე ოფიციოზისგან.