-
2015-05-11 22:29
ავსტრიელი სამართალდამცველები 23 წლის ქართველ გოგონას ეძებენ, რომელიც 29 აპრილს გაუჩინარდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ავსტრიული პრესა სოფიკო ლოლაშვილის ფოტოსაც აქვეყნებს.
აღწერის მიხედვით, 1.50-1.60 მეტრის სიმაღლის სოფიკოს შავი ფერის, ცოტა ხნის წინ წითლად შეღებილი თმა აქვს, აცვია შავი ჯინსის შარვალი, შავი მაისური და სავი ქურთუკი. გოგონა ვენაში, მიმღებ ოჯახში ცხოვრობდა და ბოლო კონტაქტი მასთან პერგის რაიონის ქალაქ გრეინში შედგა.
ინფორმაციის მიხედვით, სოფიკო ლოლაშვილმა სახლი 29 აპრილს დატოვა, რათა ლინცში გერმანული ენის კურსებზე გამგზავრებულიყო. გოგონა საუბრობს რუსულად, გერმანულად და ქართულად.
