„დააზუსტოს მაინც, იმ კაი დედმამიშვილმა - დაგვხოცეს შიმშილით...“ - რის დაზუსტებას ითხოვს ვანო მერაბიშვილი

Image

„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ვანო მერაბიშვილის „ციხის ცხოვრების“ გაუხმაურებელი და კურიოზული დეტალები.

 

უკვე ცნობილია, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში მაინცდამაინც სანიმუშო ყოფაქცევით არ გამოირჩევა - ამის მიზეზი ის ალოგიკური და არაადეკვატური ქმედებებია, რასაც კანონების კარგად მცოდნე ყოფილი შს მინისტრი ციხის ადმინისტრაციის ქმედებებში აწყდება და მათზე რეაგირებს ხოლმე, რასაც დისციპლინის დარღვევაში უთვლიან და დისციპლინარულ სასჯელსაც აკისრებენ.

 

ყველაზე ხშირად ეს სასჯელი კომპიუტერისა და ტელევიზორის რამდენიმე თვით ჩამორთმევით ვლინდება ხოლმე. ბოლო დროს გიგი უგულავას ვანო მერაბიშვილისთვის შეუთვლია, რადიო იყიდე, საინფორმაციოსაც მოუსმენ, კაი სიმღებიც შეგხვდება შიგადაშიგ და იუმორისტული გადაცემებიც, უფრო იხალისებო, რაზეც მერაბიშვილს უპასუხია, ვიცი, ერთი თვე არ გავა და ჩამომართმევენ, ამათი გადამკიდე, ჩხუბი მომიწევს ისევ და მაგიტომ არ მინდა, მივეჩვევი და მერე დამენანებაო.

 

ვანო მერაბიშვილის ადრინდელი, საკნისეული კურიოზები მკითხველისთვის, ასე თუ ისე, ცნობილია. მათზე ადრე გაზეთი „ქრონიკა+“ წერდა:

 

„ვანო მერაბიშვილის საკნური ცხოვრების კიდევ ერთი დეტალია საინტერესო: თურმე ის დღეში სამჯერ, თითქმის ერთსა და იმავე დროს სათვალთვალო კამერის წინ დგება, კამერას უყურებს და ამბობს:

 

„ივანიშვილო, კარგად იცოდე, ერთ დღეს მაინც დედას მო***ავ!“ - წყაროს თქმით, ვანო მერაბიშვილმა კარგად იცის, რომ მისი საკანში ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას ბიძინა ივანიშვილკი დროდადრო გამოითხოვს და უყურებს ხოლმე, რომ საკუთარი თვალით ნახოს, როგორ ცხოვრობს ვანო საკანში.

 

რა თქმა უნდა, ვანოს ისიც ეცოდინება, რომ მისი გინება ივანიშვილს არ მიუვა და ამოჭრიან, მაგრამ როგორც იტყვიან, გულს იფხანს...", - აღნიშნულია სტატიაში, რომელიც გაზეთ "ქრონიკა+"-ში დაიბეჭდა“.

 

რაც შეეხება ახალ კურიოზებს, ის ისევ კომპიუტერს უკავშირდება: დისციპლინარული გადაცდომის მომიზეზებით ვანო მერაბიშვილისთვის, უკვე მერამდენედ, კომპიუტერი ჩამოურთმევიათ სამი თვით. როცა გადაწყვეტილება გააცნეს და კომპიუტერის წასაღებად საკანში შევიდნენ, მერაბიშვილს თანამშრომლებისთვის უთქვამს, თქვენს უფროსს დაურეკეთ და უთხარით, არ წაიღოს, თორემ ამჯერად ვუჩივლებ და სასამართლოს ძალით დავიბრუნებ, დარღვევის გამო კომპიუტერის ჩამორთმევის უფლება არა აქვსო.

 

მოკლედ, ვანო მერაბიშვილს არ მოუსვენია, სანამ კომპიუტერის წასაღებად მოსულ თანამშრომელს უფროსთან არ დაარეკინა. ციხის უფროსს უთქვამს, ეგ არაფერი, მაგას გადაეცით, ვერაფერსაც ვერ დაიბრუნებს სამი თვის გასვლამდე და კომპიუტერი წამოიღეთო. თანამშრომელს, რომელიც საკანში იყო შესული, ტელეფონი სპიკერზე ჰქონდა გადაყვანილი და მერაბიშვილს გაუგონია, რა თქვა ციხის უფროსმა და მის გასაგონად დაუყვირია, მაშ მტყუანის დედაც, რაც დასაბრუნებელი გაგიხდებაო...

 

ამ ამბის გაგრძელება ასეთია: ადვოკატების მეშვეობით მერაბიშვილმა ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლომ მერაბიშვილი გაამართლა და დადაგინა, რომ კომპიუტერი უნდა დაუბრუნდეს. ეს კომპიუტერის ჩამორთმევიდან ორ კვირაში მოხდა.

 

როცა კომპიუტერი საკანში დააბრუნეს, ვანო მერაბიშვილს გაუცინია და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლისთვის უთქვამს - შენ არ ჩაგაგდებ უხერხულ სიტუაციაში, თორემ შენი უფროსი ახლა იმის ღირსია, დაგარეკინო და ვუთხრა, რომ გინება შეიწერაო...

 

და ბოლო ფაქტიც: მას შემდეგ, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ „ნაციონალები“ პროვოკაციას ამზადებენ და ციხეში ახალაიას, მერაბიშვილს ან უგულავას მოწამვლას აპირებენ, სამივე პატიმარი ციხის კვებაზე გადაიყვანეს და სასურსათო ბარათების გამოყენება აუკრძალეს.

 

ვანო მერაბიშვილს არაერთხელ მოუთხოვია - მე თუ არ მადარდებს ჩემი ჯანმრთელობა და არ მჯერა, რომ მწამლავენ, თქვენ რაღაზე ირჯებითო, მაგრამ ციხის ადმინისტრაციამ, თურმე, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ვერაფერს გაგასინჯებთ სხვა საკვებსო, რის შემდეგაც მერაბიშვილს ირმა ინაშვილის მისამართით სიცილით უთქვამს, დააზუსტოს მაინც იმ ოჯახაყვავებულმა, რომელს გვწამლავდნენ, სამივეს რომ შიმშილით გვკლავსო...

 

"აფხაზეთის ხმა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !