
საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია „აფხაზეთის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილსა და მას ციხეში სულ 4-5 მეტრი აშორებთ. მისივე თქმით, მართალია, ორი წლის განმავლობაში ერთმანეთისთვის თვალი არ მოუკრავთ, მაგრამ მუდმივი კონტაქტი აქვთ.
ვანო მერაბიშვილთან მუდმივად მაქვს ურთიერთობა ადვოკატების მეშვეობით, ახლაც ძალიან ბევრ იდეაზე და აზრზე გვაქვს თანხვედრაც და განსხვავებული შეხედულებებიც, ხშირად ვცვლით აზრებს, ერთმანეთისგან სულ რაღაც 4-5 მეტრით ვართ დაშორებული, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში ერთმანეთისთვის თვალიც არ მოგვიკრავს - ამას კი ნამდვილად ახერხებს ეს ხელისუფლება.
რაც შეეხება დათას, ეს თუ კიდევ რაიმე ინტერესს იწვევს, მარტივად გეტყვით, რომ დათა და ვანო დღესაც ძალიან ახლო მეგობრები არიან“, - ამბობს ბაჩო ახალაია.