-
2015-02-17 04:53
თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია „აფხაზეთის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ძალისხმევა, რაც წინა ხელისუფლებამ გაიღო ქურდული სამყაროს დასამარცხებლად, საკმარისი არ აღმოჩნდა.
„...ჩვენ ვერ შევძელით ქურდული სამყაროს დასამარება: ეს დღეს ძალიან კარგად ჩანს და ხვალ, სამწუხაროდ, უფრო ნათელი გახდება. ბუნებრივია, მეც მიმიძღვის ამაში წვლილი იმ უამრავ სამართალდამცავთან ერთად, ვინც მოურიდებლად დაეჯახა თავის დროზე უძლიერეს კრიმინალურ დაჯგუფებებს.
მაგრამ ახლა ნათელია, რომ იმ ბრძოლოს შედეგი დღის გადმოსახედიდან, მხოლოდ სავალალოა, რადგან ვერ იქნა შენარჩუნებული ის, რაც თავის დროზე გაკეთდა: ქურდული სამყაროს იზოლირება საზოგადოებრივი ცხოვრებისგან. ისინი ისევ ნელ-ნელა, მაგრამ უფრო დახვეწილი გზით აძლიერებენ საკუთარ გავლენებს, ამ ეტაპისთვის, მინიმუმ, ციხეებს სრულად აკონტროლებენ და, რატომღაც არა მგონია, მხოლოდ ამით დაკმაყოფილდნენ.
როგორც ჩანს, ქურდული სამყაროს სამართლებრივი დევნა არ აღმოჩნდა ქვეყნის შიგნით საკმარისი, მომავალში მათი სამართლებრივი დევნა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც უნდა გაგრძელდეს, რათა საბოლოოდ დასამარდეს და ვერცერთმა ხელისუფლებამ ვეღარ შესძლოს მათთან პოლიტიკურ-კრიმინალურ ალიანსში შესვლა, როგორც ეს დღეს ხდება“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში.
ინტერვიუს სრული ვერსია