-
2014-12-27 23:56
სავარაუდოდ, წინასაახალწლო ან ახალი წლის დღეებში, თბილისში გასაყიდად "ბიძინას ბანქო" შემოვა - 54 ბანქოს ქაღალდისგან შემდგარი დასტა, რომელზეც "ქართულ ოცნებასთან" და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები იქნება გამოსახული.
ბანქოს შემქმნელებმა „ფეისბუქზე“ გვერდი დაარეგისტრირეს და გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც მართლაც ჩანს ბანქოს დასტა, რომელიც შეფუთულია. გვერდზე უკვე წერენ კომენტარებს „ბიძინას ბანქოს“ შეძენის მსურველები.
მანამდე „ფეისბუქის“ გვერდზე ადმინებმა ბანქოს რამდენიმე კარტი „გახსნეს“ და ამას პერიოდულად, პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ აკეთებდნენ.
გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, თამაზ თამაზაშვილი, დავით ნარმანია, მანანა ბერიკაშვილი, გია ჟორჟოლიანი, პაატა ზაქარეიშვილი, გიორგი ვოლსკი და სხვა სახეები ბანქოზე სხვადასხვა „მასტები“ არიან.