მელაურის სკოლაში ნიღბიანი პირი გაკვეთილზე შეიჭრა და მასწავლებელი დაჭრა

Image

„აფხაზეთის ხმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში, გაკვეთილის მსვლელობის დროს კლასში შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა.

 

შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა. თავდამსხმელი კლასში, სავარაუდოდ, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა, ხოლო მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა, მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ნიღბიანმა პირმა ის დაჭრა და მიიმალა.

 

„აფხაზეთის ხმა“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც გვაცნობა, რომ საგანამანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სამტრედიაში, მელაურის საჯარო სკოლაში, მე-3 გაკვეთილის მსვლელობისას, როცა გაკვეთილი მე-12 კლასს უტარდებოდა, კლასში შეიჭრა ნიღბიანი პირი და პედაგოგს მოსთხოვა ოქროს სამკაულის მოხსნა. სამართალდამცავები მივიდნენ ინციდენტის ადგილას და მოქმედებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

 

"აფხაზეთის ხმა" დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ.

 

რამდენიმე წუთის წინ (15:50) შსს-მ დაადასტურა, რომ გაკვეთილზე ნიღბიანი პირი შეიჭრა და მასწავლებელს ოქროს ბეჭდის წართმევა დაუპირა, თუმცა, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პედაგოგი დაჭრილია ან მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს ვერსიით, თავდამსხმელმა ბეჭდის წართმევა ვერ მოახერხა და გაიქცა. საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !