აფხაზური ქორწილის თანამედროვე ფორმაზე და იმაზე, რა ჯდება დღეს ქორწილი სოხუმში და ოკუპირებული აფხაზეთის სხვა ქალაქებში, აფხაზურ ფორუმებზე წერენ.
თემებში აღნიშნულია, რომ თუკი სულ რაღაც 20 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ქორწილის დროს ნეფე-დედოფლის ხილვა საბანკეტო დარბაზში, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ახლა ეს უკვე ნორმად ითვლება.
მაშ ასე, რა რა ჯდება აფხაზურ ქორწილში დღეს: როგორც სქემიდან ჩანს, პატარძლის საქორწილო კაბის დაქირავება აფხაზეთში 40.000 რუბლი ღირს (1000 რუბლი დაახლოებით 35 ლარია), ვარცხნილობა და მაკიაჟი 5.000 რუბლი, ყვავილების ბუკეტში 4.000, ხოლო ფეხსაცმელებში 5.000 ლრუბლის გადახდა უწევთ.
რაც შეეხება ნეფეს, მისი პიჯაკი 15.000 რუბლი ჯდება, პერანგი 3.000, ჰალსტუხი 1.000 რუბლი, ფეხსაცმელში კი აფხაზეთში სიძეებს 7.000 რუბლის გადახდა უწევთ.
ამის გარდა, არის კიდევ დამატებითი დეტალები: ვიდეოგადაღება, საქორწინო ესკორტის მთავარი მანქანა, საბანკეტო დარბაზის დაქირავება, მისი მორთვა ან სულაც, ნომერი სასტუმროში, რომელიც საქორწინოდაა მორთული. ეს ფასები ქვემოთაა მოცემული.