-
2014-12-02 15:24
რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრის ერთერთ მოადგილედ "იმედის" ყოფილი ჟურნალისტი ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა.
ლევან ღირსიაშვილს თავდაცვის სამინისტროში საგარეო ურთიერთობა ჩააბარეს. ეს ჟურნალისტი საზოგადოებას ტვ იმედის პროგრამა "პანორამაში" მომზადებული ანტიდასავლური განწყობის სიუჟეტით დაამახსოვრდა, სადაც სალვადორ დალის ერთ სურათზე დაყრდნობით გეოპოლიტიკურ პროცესებზე იყო საუბარი.
სიუჟეტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ინტერნეტმომხმარებლებში. მათი უმრავლესობა აღშფოთებას გამოთქვამდა, რომ ტვ "იმედზე", პრაიმტაიმის დროს, ნატოსა და ევროსტრუქტურების საწინააღმდეგო სიუჟეტი საუკეთესო საეთერო დროს გადიოდა.