-
2014-11-22 20:41
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში შშმ პირი, ეპილეფსიით დაავადებული 46 წლის მამუკა ბ.-ძე ნიღბიანმა სეიარაღებულებმა დააყაჩაღეს და სასტიკად აწამეს. ინფორმაცია, რომელსაც ენმ-ს მარტვილის ორგანიზაცია ავრცელებს, შსს-მ დაადასტურა.
სმენადაქვეითებულ, მამუკა ბ.-ძეს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს, გუშინ, დაახლოებით 23 საათზე 3 პირი დაესხა თავს.
იგი ე.წ. სკოჩით დააბეს და დანით დასერეს. წაღებულია 55 ლარი და 100 კილოგრამი თხილი. ასევე, გაიტაცეს ბ.-ძის კუთვნილი ავტომობილი „ვაზ 21 07“, რომელიც დღეს სოფელ დიდი ჭყონის ტერიტორიაზე იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმეა აღძრული, თუმცა თავდამსხმელების კვალს ჯერ ვერ მიაკვლეს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26