
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მინისტრთა კაბინეტი უცვლელად წარადგინა. შს მინისტრი თანამდებობის გარდა, რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძემ დაიკავა და თავად ღარიბაშვილი შეცვალა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილება არ შესულა.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წარუდგენს, ასე გამოიყურება:
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი კი ლევან ყიფიანი იქნება.