„პედოფილია არა, ფარშევანგი“ - გიორგი ოვაშვილი „სიმინდის კუნძულზე“ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

Image

პარლამენტის წევრებმა, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა რეჟისორ გიორგი ოვაშვილს ფილმი „სიმინდის კუნძული“ დაუწუნეს.

 

 

ფილმის ჩვენება პარლამენტის კინოდარბაზში მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ „სიმინდის კუნძულის“ დასრულების შემდეგ პუბლიკამ აპლოდისმენტები არ დაიშურა, კინოდარბაზის შესასვლელში რეჟისორი გააკრიტიკეს.

 

აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩათვალეს, რომ ფილმში აფხაზეთის პრობლემა არასწორად არის დანახული, ქართველი კაცის სახე კი უარყოფითად არის წარმოჩენილი.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ ფილმში პედოფილიის ნიშნებიც დაინახა, მაშინ, როცა მთავარ გმირს ნავში მსხდომი ქართველი მებრძოლები შეამჩნევენ.

 

გვაზავას მოსაზრებას დაეთანხმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიც. დეპუტატის თქმით, ამ ასაკის ბავშვზე ამდენი აქცენტი სექსუალურ თემაზე არც ერთ უცხოურ ფილმში არ უნახავს.

 

ფილმის კრიტიკოსი დეპუტატების შეფასებით, აფხაზეთის თემაზე შექმნილი გიორგი ოვაშვილის კიდევ ერთი ფილმი „გაღმა ნაპირი“ ძალიან კარგია, „სიმინდის კუნძული“ კი სათქმელს სწორად არ გადმოსცემს.

 

„ზოგიერთ შეფასებას ვიზიარებ, ზოგიერთს არა, მაგრამ იმას, რომ ფილმში პედოფილიის ნიშნები დაინახეს, ამაზე საერთოდ კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო?!

 

პედოფილია, არა ფარშევანგი! თქვენ რომ მკითხოთ ახლა, ფარშევანგი ვარ თუ არა, მე რა უნდა გიპასუხოთ?! ეს ფილმი საქართველომდე ბევრ სხვა ქვეყანაშიც ნახეს და მსგავსი შეფასება არ მომისმენია, არც წამიკითხავს.

 

ჩემთვის პირველი იყო ამ ტიპის შეფასებები. მე ყოველთვის ღია ვარ ყველანაირი კრიტიკისთვის, პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ პოლემიკაში ჩავერთო ამ ხალხთან.

 

მე რისი თქმაც მსურდა, შევეცადე მაყურებლისთვის ეკრანიდან მეთქვა. ახლა რომ დავჯდე და ვიძახო, როგორ გეკადრებათ, ასე და ასეა-მეთქი, ეს ნიშნავს, რომ ფილმით ვერ გამოვხატე სათქმელი,“ - აღნიშნა გიორგი ოვაშვილმა.

„კვირის პალიტრა“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !