როგორ ემშვიდობებიან მეგობრები რობინ უილიამსს

Image

კალიფორნიაში, საკუთარ სახლში 63 წლის რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი დეპრესიას უჩიოდა და სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.

 

გაოგნებული კოლეგები "ტვიტერზე" ემშვიდობებიან უილიამსს.

 

ბარაკ ობამა: რობინ უილიამსი იყო ექიმი, ძიძა, პრეზიდენტი, პროფესორი, გაზრდილი პიტერ პენი, მაგრამ პირველ რიგში, ის უნიკალური ადამიანი იყო. ჩვენს ცხოვრებაში ის უცხოპლანეტელივით გაჩნდა, მაგრამ, ჩვენი ცხოვრებიდან როგორც ახლო მეგობარი, ისე წავიდა.

 

სტივენ სპილბერგი: რობინი კომედიური გენიის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ის ჩვენი სიცილით იკვებებოდა. ის ჩემი მეგობარი იყო და მიჭირს იმის დაჯერება, რომ ცოცხალი აღარ არის.

 

გლენ კლოუზი: ძალიან დამწუხრებული ვარ. რობინი ნაციონალური საგანძური და ბრწყინვალე ადამიანი იყო.

 

ჯონ ტრავოლტა: არასოდეს შემხვედრია მასზე კეთილი, მხიარული, მეგობრული ადამიანი. რობინის დამოკიდებულება საკუთარი საქმისადმი, რომლითაც ჩვენს ხასიათს აუმჯობესებდა, ვერაფერს შეედრება. მას ყველანი ვუყვარდით და ჩვენც ყველას გვიყვარს ის.

 

თეთრი სახლი: მას შეეძლო ჩვენი გაცინება, მას შეეძლო ჩვენი ატირება. მან დაასრულა ყველა ადამიანურ  გრძნობაზე შეხებით.

 

სტივ მარტინი: გაოგნებული ვარ მისი გარდაცვალების გამო. დიდი ნიჭი, დიდებული პარტნიორი და არაჩვეულებრივი ადამიანი დავკარგეთ.

 

ელენ დეჯენერესი: ვერ ვიჯერებ მომხდარს. მან იმდენ ხალხს აჩუქა სიხარული. გული მაქვს გატეხილი.

ლენა დანემი: გადასაღებ მოედანზე წუთიერი დუმილით მივაგეთ პატივი რობინის ხსოვნას, ადამიანის, რომელიც დიდი ხანი გვჩუქნიდა მხიარულებას.

 

დენი დევიტო: ძალიან მწყდება გული.

 

ფინკი: მე დღეს რობინ უილიამსის ოჯახისთვის ვლოცულობ. მხოლოდ ერთხელ შევხვდი მას, მაგრამ ეს მომენტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.

 

ნილ პატრიკ ჰარისი: გაოგნებული ვარ რობინის გარდაცვალებით. მას უზომო სიხარული და სიკეთე მოჰქონდა მილიონობით ადამიანისთვის.

 

ჯუდ აპათოუ: როდესაც 18 წლის ვიყავი, სტაჟირებაზე დავიწყე მუშაობა კომედიურ თეატრში მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ახლოს ვყოფილიყავი. გენიოსი და კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც დედამიწა უკეთეს ადგილად აქცია.

 

ბენ სტილერი: ეს პოსტი ვერ გადმოცემს რობინ უილიამსის ნიჭის, სიკეთის და სულის სიდიადეს. ძალიან სამწუხაროა.

 

კრისტინა აპლგეიტი: მშვიდად განისვენე გენიოსო. შენ იყავი შთაგონების წყარო და ლეგენდა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !