
როგორც მსახიობი აცხადებს, მისი საყვარელი სავაჭრო ადგილი თეთრეულის მაღაზიებია.
„ჩემთვის ბრენდს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქუჩაში რაღაც რომ მომეწონოს, შემიძლია, მანქანიდან გადმოვიდე და ვიყიდო, ლარად მა-ქვს კაბა ნაყიდი რომელიღაც სექენდ ჰენდში.
ძვირიანი ბრენდები ძალიან მომწონს, მაგრამ არა-ნორმალურად მაღალი ფასები აქვს, წელიწადში ერთხელ საზღვარგარეთ მივდივარ და თუ საშუალება მაქვს, ვყიდულობ რაღაცებს.
ჩემი საყვარელი ადგილია თეთრეულის მაღაზია, მაგრამ ჩემი საყვარელი სტრინგი თბილისში არ იშოვება, ვინაიდან გარყვნილებად მიიჩნევა.
ახლა მოდაშია დახურული თეთრეული, რომელსაც მე ვერ ვატარებ, არ მომწონს. სათვალეებით ჩემი დები მანებივრებენ, დეას ყველა მარკის ფეხსაცმელი აქვს და მეც ვსარგებლობ ამით“, - აცხადებს მსახიობი.
„რეიტინგი“