
აღნიშნული შეთავაზება გიორგი სიგუამ „რესპუბლიკა კაზანტიპის“ პრეზიდენტის, ნიკიტა მარშუნოკისგან მიიღო.
მარშუნოკი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს სთავაზობს.
„მისი პოტენციალის გამოუყენებლობა უბრალოდ შეცდომა იქნება, სწორედ ამიტომ, რესპუბლიკა კაზანტიპის ყველა მოქალაქის სახელით, გიორგი სიგუას ჩვენს მთავრობაში სამუშაოდ ვიწვევთ.
ნიკიტა მარშუნოკი მიიჩნევს, რომ გიორგი სიგუა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანია, ვინც კი ოდესმე სამთავრობო სტრუქტურებში შეხვედრია.
მისივე განცხადებით, სიგუას ენერგიულობა, ნიჭი და შრომისმოყვარეობა არ შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „რესპულიკა კაზანტიპის“ პრესსამსახური ავრცელებს.