
დუეტი „ჯორჯია“ მაყურებლებს ახალი სიმღერებით აღარ ანებივრებს.
მომღერლები სოლო კარიერით არიან დაკავებულები და ახალ სიმღერებზე მუშაობენ.
„რა არის საგანგაშო იმაში, რომ მე და მაკამ სოლო სიმღერებიც ჩავწეროთ? ვალდებულები არ ვართ, მთელი ცხოვრება ერთად ვიმღეროთ.
ერთმანეთს უნდა მივცეთ გზა, რომ მარტოც ვიმღეროთ, ერთადაც და ვფიქრობ, ეს ძალიან ბუნებრივია.
ერთ ადგილას ყოფნა გაგყინავს, შემოქმედებითად წინ ვერ წახვალ“, - განუცხადა რატი დურგლიშვილმა ჟურნალ „სარკეს“.
როგორც მაკა ზამბახიძემ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნა, რატის დიდი ხანია საზღვარგარეთ უნდა წასვლა, იანვრის შემდეგ ის ხშირად გადიოდა ქვეყნიდან და მათი შემოქმედებითი პაუზა ამან გამოიწვია.
„სარკე“