
როგორც მომღერალი ამბობს, 24 წლის ასაკში გარეგნობაში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. ჯერ ზურგზე გაიკეთა ტატუ, მერე - ფეხზე, ბოლოს კი სახლში ცხვირგახვრეტილი მივიდა.
„პირსინგით რომ ვბრუნდებოდი სახლში, ვთქვი, მარტო მე კი არა, კატომაც გაიკეთა-მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ თამრიკოს ძალიან მოსწონს ჩემი პირსინგი, მაგრამ არ მეუბნება, რატომ გაიკეთეო, ანუ ძალიან არ წუხს...
ისიც უნდა გითხრათ, რომ პირსინგის გაკეთება ენით აუწერელი ტკივილი იყო.
ვფიქრობდი, ათ შვილს გავაჩენ, ოღონდ ასეთი საშინელი ტკივილი არ ვიგრძნო-მეთქი. გავიხვრიტე არა თოფით, არამედ სადგისით. იმიტომ, რომ ამ უკანასკნელით გახვრეტილი პატარა და შეუმჩნეველია. გაყუჩების გარეშე, რაღაც მომასხეს მარტო, რაც არაფერს შველის, მაგრამ ეს რომ წინასწარ მცდონოდა, ამ ნაბიჯს მაინც გადავდგამდი, რადგან წინაღობების მიუხედავად რაც მინდა, იმას ყოველთვის ვაკეთებ“, - აცხადებს მარიამ როინიშვილი.
„სარკე“