
„იქს ფაქტორის“ ყოფილი კონკურსანტი მებო ნუცუბიძე აცხადებს, რომ წარმატება თავში არ ავარდნია და ისევ ისეთი მებოა, როგორიც მანამდე იყო.
„იქს ფაქტორში“ იმიტომ მივედი, რომ იქ კონკურსანტებს იღებენ ისეთს, როგორებიც არიან და შეუცვლელად ტოვებენ. ამიტომ არ მივიღებ არგუმენტს - „კონკურსის ფორმატი არ იცოდი?“. რაც შეეხება იმას, რომ წარმატება თავში ამივარდა, რასაც სოციალურ ქსელში წერდნენ, თუ წარმატება ამივარდა თავში, ფინალში სიმღერაზე უარი რატომ ვთქვი?..
და საერთოდ რას ნიშნავს „თავში ავარდნა?“. ისევ ისეთი მებო ვარ, როგორიც აქამდე ვიყავი. ჩემი მიზანიც ეს იყო, პროექტშიც ჩვეულებრივი მებო უნდა ვყოფილიყავი. რომ მივხვდი, ჩვეულებრივი მებო აღარ ვიქნებოდი, ხელოვნური მებოს თამაში კი არ მინდოდა - წამოვედი. რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, მასთან არ მიჩხუბია, ვკითხულობთ ერთმანეთს და წარმატებას ვუსურვებთ.
გიორგი ძალიან გულშემატკივრობს ჩვენს ჯგუფს „ბეარ ფოქსს“. ბევრს ეგონა, რომ მენტორთან დაპირისპირება მომიხდა, მაგრამ არანაირად! უბრალოდ, მე იქ ვეღარ ვაკეთებდი ჩემს მუსიკას და ამიტომ წამოვედი. პროექტიდან რომ გამოვედი დასასვენებლად წავედი. შემდეგ კი პოლონეთში ვიყავი ჯგუფთან ერთად. იქიდან რომ დავბრუნდი, თორნიკეს მივულოცე.
ზუსტად იმ თემაზე ვხუმრობდით ორივე. ყიფომ მითხრა, ახლა დაურეკე ჟურნალისტებს და უთხარი სტატია დაწერონ, მებომ ყიფოს მიულოცაო“, - აცხადებს მებო ნუცუბიძე.
„სარკე“