
მომღერალმა ქეთი მესხიშვილი უნივერსიტეტში გაიცნო. იგი მასზე ორი წლით უმცროსია.
„სიყვარულში რუტინა მაშინებს. გაქცევის სურვილი მიჩნდება. ქეთისთან არც ერთი დღე არ მაქვს ერთნაირი. მივხვდი, რომ ჭეშმარიტი ურთიერთობა და გრძნობა ეს არის. თავისით აეწყო, დაუგეგმავად. ხელოვნურად არ ყოფილა. ოთხი წელი არაფერი იყო და მერე დავიწყეთ ურთიერთობა.
ჩემი აზრით, ეს კანონზომიერია. ეს დრო კონფლიქტების გარეშე მშვიდად გავიდა. მყავს მეგობრები, რომლებიც ეჭვიანობენ, ჩხუბობენ. ეს არ მესმის, თუ უბედური ვარ და კარგად არ ვგრძნობ თავს, ეს რატომ არის სიყვარული? ჩემთვის სიყვარული კარგად ყოფნაა.
მე ვარ „მე“, ქეთიც არის თავისი „მე“, ერთად ვართ „ჩვენ“. არც ერთმანეთის „მე“ გვაწუხებს და არც ერთი არ ვკარგავთ ჩვენს „მეს“. ისევ ისეთები ვართ, როგორიც მანამდე ვიყავით და ერთად კარგად ვართ. როცა სხვა ადამიანთან თავს კომფორტულად გრძნობ - ეს არის სიყვარული”, - აცხადებს ნუცუბიძე.
http://primetimenews.ge/?page=22&news_id=32179&c=2