ვინ გაყარა და ვინ დააქორწინა „ცეკვავენ ვარსკვლავებმა“

Image

 პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ თავისი მთავარი დანიშნულების მიღმაც  აქტუალურია, რისი მიზეზიც ამ პროექტში შექმნილი ოჯახებისა და დაშორებული წყვილების სკანდალური თავგადასავლებია.

 

 

გიგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა და ვინ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს სალომესა და გიგის რვაწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა დასრულდებოდა.

 

გიორგი ვარდოსანიძე და სალომე ჭაჭუა მეორე სეზონზე წყვილში ცეკვავდნენ. მართალია, დღემდე ამტკიცებენ, რომ ერთმანეთი პროექტში არ შეჰყვარებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ცეკვის დროს გაიცნეს ერთმანეთი. საბოლოოდ, სალომე გიგის დაშორდა და ცოლად გიორგის გაჰყვა.

cekva4.jpg

 

 

მოცეკვავე ანი ჯაჯანიძე მეუღლეს პროექტის მესამე სეზონში მონაწილეობისას დაშორდა. „არის ერთი სერიოზული მიზეზი, რის გამოც დავშორდით...“ – განაცხადა ჯაჯანიძემ. მოცეკვავე ამჟამად შეყვარებულია. მართალია, მის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ ამბობენ, რომ ანის ახალი სიყვარული ასევე მოცეკვავე იაკობ ყუფუნიაა.

cekva.jpg

მეოთხე სეზონზე ყველაზე სკანდალური მაინც გიორგი ყიფშიძისა და ჯულიანა ბარ-გნარის ურთიერთობა აღმოჩნდა. გიორგის მეუღლე ანი ჩიკვილაძემ დაადასტურა, რომ გიორგისთან აღარ ცხოვრობს. ჯულიანა კი აცხადებს, რომ ბედნიერია.

cekva1.jpg

მესამე სეზონის ერთ-ერთმა ფინალისტმა თაკო ჩორგოლაშვილმა პროექტის დასრულების შემდეგ „იმედის“ დილის ეთერში წამყვანად გადაინაცვლა. თაკოსთვის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ კარიერული თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე. უკვე რამდენიმე თვეა, მეუღლეს დაშორდა და მასთან  არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს.

cekva2.jpg

მეოთხე სეზონის მიმდინარეობისას მეუღლეს დაშორდა პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძეც. გაყრაზე განცხადება ტელეჟურნალისტმა ეკა სამხარაძემ  შეიტანა. ნოეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს და ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტია, წყვილი დღემდე არ შერიგებულა.

 

cekva3.jpg

ბოლო სეზონის ფინალისტი მოცეკვავე მზია ორველაშვილი უკვე ორი წელია, პროექტის ქორეოგრაფ საშა ოხრიმენკოზეა დანიშნული. წყვილი ერთად ცხოვრობს და ქორწილსაც მალე გადაიხდიან.

 

cekva7.jpg

ბევრს ლაპარაკობენ ბოლო სეზონის გამარჯვებულ მარიამ კუბლაშვილისა და ვიქტორ ბურჭულაძის წყვილზეც. ფინალში მოგებული ბინა მარიამმა ვიქტორს გაუყო - სახლს გაყიდიან და ფულს გაინაწილებენ. რუსეთში გასამგზავრებლად გამზადებული ვიქტორ ბურჭულაძე საქართველოში დარჩა.  როგორც ამბობენ, ამის მიზეზი მარიამის მიმართ გაჩენილი სიმპათია გახდა.

cekva6.jpg

 

http://www.reitingi.ge/ise/2547-cekvaven-varskvlavebshi-dashorebuli-da-sheyvarebuli-tsyvilebi.html?lang=ka-GE

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !