
როგორც თავად მომღერალი აცხადებს, ახალი ოჯახის შექმნის შემთხვევაში ადრე დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებს.
„პირად ცხოვრებაზე აღარ ვსაუბრობ. ინფორმაციის დონეზე გეტყვით, რომ ჩემი შვილი, მელანო, 5 წლის და 8 თვის არის... გვერდით მყავს ადამიანი, მაგრამ ურთიერთობა საბოლოოდ გარკვეული არ გვაქვს.
ჯერ ერთმანეთის გაცნობის პროცესში ვართ. ვერ ვიტყვი, რომ ვყოყმანობ. უბრალოდ, უფრო ფრთხილად ვეკიდები ურთიერთობებს, რადგან ჩემს ცხოვრებაში რაც ერთხელ უკვე მოხდა, აღარ მინდა, ის განმეორდეს.
როცა მეორედ დავქორწინდები, საკმაოდ ბევრ რამეს გავითვალისწინებ. მათ შორის – იმასაც, რომ ნაკლებად გავიცინო...
ადამიანებს ჩვევაში აქვთ გადასული, რაც მეტს გაუღიმებ, საკუთარ თავს უფრო მეტის უფლებას აძლევენ, მით უმეტეს - ქალები. მკაცრი მეუღლე ოჯახის მიმართ ვიქნები და არა – ქალის. სხვას აღარფერს შევცვლიდი“, - აცხადებს დათო ხუჯაძე.
„სარკე“