„ბესიკ კალანდაძემ უნდა უარყოს, რომ მე ფსიქოპატი ვარ“

Image

მომღერალ ბესიკ კალანდაძის ყოფილი მეუღლე, ციცინო შურღაია უახლოეს მომავალში  სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს და მოითხოვს ბესო კალანდაძემ ბრალდებები უარყოს.

 

 

„ბესო კალანდაძე 7 წელია ჩივის, მე არასდროს მიჩივლია მისთვის, მაგრამ უკვე ძალიან გავიდა თავს, ამიტომაც გადავწყვიტე მის გასაჩერებლად რაღაც ზომები მივიღო.

 

ბესო კალანდაძე ყოველთვის ამბობს, სანამ ცოცხალი ვარ, ამ საქმეს არ შევეშვებიო, ახლა მის წინააღმდეგ მე შემაქვს სარჩელი, მან ბევრი რამ უნდა უარყოს.

 

პირველ რიგში ის, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე ვარ, რომ მას პრედნიზოლონით ვწამლავდი, ასევე ის, რომ მოსკოვში ვიღაცეებს ფულს ვაძლევდი, რის სანაცვლოდაც ბესო კალანდაძე ფედერალურ ძებნაში გამოაცხადეს. ასევე უნდა უარყოს, რომ მასზე პათოლოგიურად ვეჭვიანობდი, რომ მე ფსიქოპატი ვარ“, - აცხადებს ციცინო შურღაია.

 

ის, რომ ყოფილი მეუღლე სასამრთლოში ჩივილის აპირებს, ბესიკ კალანდაძე ინფორმაციას არ ფლობს.

 

„არ ვიცი, ეს თემა არ მაინტერესებს, თუ რას აპირებს, პასუხი მისგან მიიღეთ, რამდენიც გაუხარდება, იმდენი იჩივლოს. ძალიან გთხოვთ, მეტი შეკითხვა აღარ დამისვათ.

 

გიჟი თავისუფალია, სასამართლომ ის ცილისმწამებლად ცნო. თავმოყვარე ადამიანისთვის ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს? გიჟი რასაც დაწერს, ყველაფერზე რეაგირებას ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა  კალანდაძემ.

 

„სარკე“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !