
გოგონების უკანალებზე შესრულებული „რაჭულის“ შემდეგ სკანდალში გახვეული ჯგუფ „ბანის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბესო კვიციანმა „პირველ რადიოსთან“ მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ყველაფერი სპონტანურად მოხდა:
„წინასწარ რომ ყოფილიყო დაგეგმილი, საერთოდ არ მივიდოდით გადაცემაში. არ იყო ლამაზი. ვერც იტყვი, რომ დაიქცა ქვეყანა და ა.შ. მაგრამ ლამაზი არ იყო.
საზოგადოების მხრიდან მოჰყვა შეფასებები, იმიტომ რომ ეს ჩვენ ვიყავით, თორემ ვიღაც მერსიმ „ნანუკას შოუში“ რომ გაიხადა, იმას რატომ არ მოაყოლეს დიდი შეფასება? რაღაცა ხუმრობის სიტუაცია იყო და მორჩა. საზოგადოების დიდ ნაწილს ისეთი რაღაცები მოსწონს საერთოდ, რომ პირადად ჩემთვის არის დამცირება...
ეგ დამცირება, ჯერ თვითონ ნებაყოფლობით იყო იმ ქალის მახრიდან და ეს რომ ნებაყოფლობით იყო, ხუმრობა იყო ხომ? ჩავთვალეთ, მე რა ჩავთვალე, გადაცემების ორგანიზატორებმა ჩათვალეს“ - განაცხადა ბესო კვიციანმა.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=29564