
გაზეთ „ქრონიკის“ იფორმაციით, „ჯიდიესის“ ხელმძღვანელობისგან გადაცემა „მოქალაქის“ პროდიუსერობაზე შეთავაზება მიიღო ინგა დადიანმა, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობს და თეა სიჭინავას „პოლიტიკის დროს“ პროდუსერთა ჯგუფის ხელმძღვანელია.
„ცნობილი გახდა, რომ „ჯიდიესის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე შეთავაზება მიიღო ჟურნალისტმა იმედა დარასელიამ, რომელიც ამ წინადადებას დასთანხმდა.
ოქტომბრიდან „ჯიდიესზე“ ვიხილავთ ჟურნალისტ ნანა ლეჟავასაც, რომელსაც ახლა „ტვ 3-ზე“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიჰყავს. რა ამპულაში იქნება ლეჟავა „ჯიდიესზე“, ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია“, - წერს გამოცემა.
„კვირის ქრონიკა“