-
2014-07-14 09:02
თეატრმცოდნესა და ტელეწამყვანს ნიკა წულუკიძეს ქალიშვილი შეეძინა. სესილია 30 მაისს მიევლინა ქვეყანას.
როგორც ბედნიერი მამა ამბობს, მშობიარობას დაესწრო და ყველა მამაკაცს მოუწოდებს, საკუთარი თვალით ნახონ ტანჯვას იტანს ქალი შვილის დაბადებისას.
„თეკლასთვის ნათქვამი მქონდა, რომ დაიბადება და შევხედავთ, სახელი მაშინ დავარქვათ-მეთქი. ჰოდა, რომ შევხედეთ, ზედგამოჭრილი სესილიაა... ჩვენი პატარა კარგი ზნის გოგოა, ტირილი არ უყვარს, პოზიტიური ადამიანია.
მოკლედ, თავადის ასული წულუკიძეა. პირველ ხანებში სამსახურიდან გაპარვაც კი მინდოდა, რომ მენახა. მამობა მაგარი შეგრძნებაა. ახლა გულზე რომ დავიწყვენ სესილიას, მგონია, რომ აფხაზეთსაც დავიბრუნებთ და საქართველოსაც ეშველება... “ - აცხადებს ნიკა წულუკიძე.


http://www.ambebi.ge/sazogadoeba/106394-qthavadis-asuli-sesilia-shegvedzinaq-nika-tsulukidze-meughlis-mshobiarobas-daestsro.html