
GDS-ის გადაცემა „ბინა N18“-ის წამყვანებმა ფაქომ და კოტიკომ აღიარეს, რომ „რაჭულის" ქალების უკანალზე შესრულება მათი იდეა იყო. მართალია, თავს დამნაშავედ არ გრძნობენ, თუმცა საზოგადოებას მაინც ბოდიშს უხდიან.
„რატომღაც ჩათვალეს, რომ ჩვენ ქალთა უფლებებს ვარღვევთ. მინდა საზოგადოებას მივმართო, ჩვენ არ ვთელავთ ქალთა უფლებებს. ვინც ეს საწყენად მიიღეთ, მე პირადად კოტიკო თოლორაია ბოდიშს გიხდით...
კიდევ მინდა გითხრათ, რომ ვინც ჯგუფი "ბანი"-ს მიმართ ნეგატიური კომენტარები დაწერეთ, ეს ბიჭები არაფერ შუაში არიან. ეს ჩვენი იდეა იყო, ჩვენ შევთავაზეთ, რომ ასეთ ექსპერიმენტს მოგიწყობთ და თუ გაუძლებთ-თქო და დაგვთანხმდნენ", - ამბობს კოტიკო.