
ტელეწამყვანის თქმით, მისი დაბადების დღის აღნიშვნამ და მასზე მისი უახლოესი მეგობრის, ლელა კილაძის დასწრებამ, საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური შეფასებები გამოიწვია.
„ამას მთელი ამბები მოჰყვა. პოლიტიკური შეფასებები გააკეთეს, ლელა სადღაც წასულაო. მე გადაღებაზე ვიყავი და ბუდაპეშტში ლონდონიდან ჩავედი. ლელაც ჩემს იუბილეზე 3 დღით ჩამოვიდა. ამის გამო შარში გავხვიე. მის ქმარს ბრალიც კი წაუყენეს, გიგი გაქცევას აპირებდაო.
ამის შემდეგ ჩემს მეგობრებს ეცოდინებათ, რომ ჩემთან დაბადების დღეზე არ უნდა წამოვიდნენ“, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი
„სარკე“