-
2014-07-09 15:38
მილანიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული მომღერალი რატი დურგლიშვილი აცხადებს, რომ საქმიანობის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს.
„ეს იყო საქმიანი ვიზიტი. პირველ ალბომზე ვმუშაობ და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერებთან მქონდა შეხვედრები. მინდა საქმიანობა საზღვარგარეთ გავაგრძელო...
დუეტი „ჯორჯია“ არ დაშლილა, თუმცა მისი არსებობა არ გამორიცხავს, რომ სოლო კარიერაზეც ვიფიქროთ. ბევრი დუეტის და ჯგუფის წევრი სოლო კარიერასაც მიჰყვება. რაც შეეხება ჩემი და მაკას ურთიერთობას, ჩვენ მეგობრები ვართ. საერთოდ, როცა მეგობარს ვიძენ, მას აღარ ვკარგავ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, - აცხადებს რატი დურგლიშვილი.
„სარკე“